LIFE

„არ შედგეთ ისეთ პლატფორმაზე, რომელზეც ვერ ივლით“ - პირველი ქართველი მოდის ბლოგერი ბიჭის რჩევები ქალებს

„არ შედგეთ ისეთ პლატფორმაზე, რომელზეც ვერ ივლით“ - პირველი ქართველი მოდის ბლოგერი ბიჭის რჩევები ქალებს

გიგა უჩუვატოვს კარგად იცნობს საზოგადოება. მოდის ბლოგერი, ჟურნალისტი, სტილისტი და პიარ კონსულტანტი პოპულარულია სოციალურ ქსელში. მისი წარმატების ისტორია წლებს ითვლის, მისი აზრი კი მნიშვნელოვანია მოდის მიმდევრებისთვის...

„არ შედგეთ ისეთ პლატფორმაზე, რომელზეც ვერ ივლით“ - პირველი ქართველი მოდის ბლოგერი ბიჭის რჩევები ქალებს

ამჯერად გიგა https://trend.ge/-ს მკითხველს საინტერესო რჩევებს მისცემს და გულახდილად ისაუბრებს საკუთარ თავზეც

- გიგა, რა გიყვარს შენს საქმიანობაში ყველაზე მეტად?

- საქართველოში ჩემი საქმიანობა დიდ შრომასთან ასოცირდება. სამწუხაროდ, მე არ დამხვედრია არც ერთი მზა პლატფორმა, რომელიც მოდის თემით დაინტერესდებოდა. უარს ვიღებდი, როგორც ტელევიზიებისგან, ასევე ჟურნალებიდან. ფაქტობრივად, ჯერ თავად მოდის ბლოგერის საქმიანობის პოპულარიზაცია მომიწია და შემდეგ ამ საქმიანობით დაკავება. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ქართველი ბიჭი ბლოგერი ვარ, ვინც მოდაზე და თავის მოვლაზე ალაპარაკდა. ვგიჟდები კამერებთან მუშაობაზე და ზოგადად სამოსთან შეხებაზე. მიყვარს,როგორც ჩაცმა, ასევე მოდაზე საუბარი.

BO-2 Multipic:

- რატომაა მნიშვნელოვანი როგორ გამოიყურები?

- ადამიანს ობიექტის დანახვიდან 10 წამში უყალიბდება წარმოდგენა მეორე ადამიანზე. წარმოგიდგენაზე კი სტილი და იმიჯი მოქმედებს. თმა, ვარცხნილობა, ჩაცმულობა, ქცევა და მანერა - ყოველივე ამის ერთობლიობით ადამიანი აკეთებს დასკვნას, უნდა მიიღოს თუ არა "თავისიანად" მეორე ადამიანი. თითოეული ადამიანი საკუთარი ჩაცმულობით რაღაც განსაკუთრებულ, მისთვის მნიშვნელოვან მესიჯს აფიქსირებს. სტილით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის რელიგიაზე, სოციალურ სტატუსზე, აზროვნებაზე, პოლიტიკურ პოზიციაზე. ასევე, სამოსით ძალიან მარტივი ხდება ადამიანის მოტყუებაც.

- როგორი არჩევ/აწყობ ლუქებს?

- ლუქის არჩევას ყოველთვის ფეხსაცმლით ვიწყებ, რადგან დამეთანხმებით, რომ სპორტულ შარვალზე კლასიკური ფეხსაცმლის მორგება უგემოვნებოდ ითვლება ორივე სქესის წარმომადგენლებში. შემდეგ ვუკვირდები ჩემს განწყობას, რა მინდა რომ ვუთხრა ქუჩაში ხალხს. ხშირად ვირგებ წარწერებიან მაისურებს, რომლებიც მარტივად აფიქსირებენ ჩემს აზრს.

BO-3 Multipic:

- რას ურჩევ ქალებს?

- არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ყველა ადამიანს ვურჩევდი რომ დაუთმონ დრო საკუთარი სტილის ძიებას. მოდა უბრალოდ გასართობი ჰგონიათ ხოლმე, რეალურად, თქვენი ჩაცმულობით უამრავი ადამიანის გულის მოგება შეგიძლიათ, როგორც პირადში, ასევე სამსახურში. წარმოიდგინეთ, რომ დიზაინერები კეთილი ფერიები არიან, რომლებსაც თქვენი სამოსის სწორედ შერჩევის შემთხვევაში თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. იყავით უფრო გახსნილები ექსპერიმენტებისთვის და ნუ მოექცევით ჩარჩოებში. მიეცით თქვენ შინაგან ხმას და გემოვნებას სააშკარაოზე გამოსვლის უფლება. ნუ შეგეშინდებათ კრიტიკის.

- რომელია შენი საყვარელი დიზაინერი, ბრენდი, სტილი?

- გამორჩეულად საყვარელი დიზაინერი არ მყავს. მსოფლიო ბრენდებიდან გამოვარჩევდი: Versace, Balenciaga და Celene. ქართველი დიზაინერებიდან მომწონს თამუნა ინგოროყვა, თაკო მექვაბიძე და თამთა შინდელიშვილი. რაც შეეხება ჩემს სტილს, ჩემი ყოველდღიური სტილი სხვადასხვაგვარია. ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია განწყობაზე და დღის განრიგზე. უპირატესობას ვანიჭებ კლასიკური შარვლებისა და სპორტული ფეხსაცმლის სინთეზს.

- 5 ნივთი , რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში;

- 5 ნივთი,რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში და თან არასდროს მოდიდან არ გადავა ეს არის, თეთრი პერანგი, შავი პიჯაკი, ჯინსები, შავი მოკლე კაბა და შავი კლასიკური, მზის სათვალე.

- ბოლო პერიოდის ამოჩემებული ნივთები;

- ბოლო პერიოდში ამოვიჩემე წელის ჩანთა და მზის სათვალე. ვიცი რომ შენობაში გაკეთება ცუდ ტონად ითვლება, მაგრამ მგონია რაღაც ანა ვინტურულია (იცინის).

BO-4 Multipic:

- როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- ჩემი სტილი მეტად კლასიკურია, მაგრამ მაინც ვცდილობ კომფორტულად მეცვას . ჩემს სტილზე ვერ იტყვი, რომ ან ეპატაჟურია ან სკანდალურია, მაგრამ რაღაცით მაინც ყოველთვის გამორჩევა.

„არ შედგეთ ისეთ პლატფორმაზე, რომელზეც ვერ ივლით“ - პირველი ქართველი მოდის ბლოგერი ბიჭის რჩევები ქალებს

- 3 ოქროს წესი ტანსაცმლის არჩევისას.

1. მოირგეთ სამოსი, რომელიც ტენდეციურია, თუმცა დაუმატეთ თქვენი ინდივიდუალური დეტალები.
2. დააფიქსირეთ საზოგადოებაში თქვენი სათქმელი თქვენი ჩაცმულობით.
3. რაც მთავარია, გაიხედეთ ფანჯრიდან, ნახეთ როგორი ამინდია და არ შედგეთ ისეთ პლატფორმაზე, რომელზეც ვერ ივლით.