როგორ გამოიყენოთ ცხოვრებაში ფერების ფსიქოლოგია - შეარჩიეთ სწორად ტანსაცმელი
- 29.06.2020
ფერი, რომელსაც ატარებთ, ბევრს ამბობს თქვენი ფსიქოლოგიის შესახებ.
გაეცანით ფერების მნიშვნელობას და მიაწოდეთ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია თქვენზე.
ლურჯი - სიმშვიდე
ლურჯ ფერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მოდის კონსულტანტების რეკომენდაციით, ამ ფერის სამოსის ჩაცმა გასაუბრებაზე ძალიან გამოგადებათ, რადგან ის ლოალურობის სიმბოლოა. ამბობენ, რომ ამავე მიზეზით, სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელები სწორედ ლურჯი ფერის უნიფორმას ატარებენ.
ყვითელი - კრეატიულობა
ფსიქოლოგიურად, ყვითელი ძალიან ძლიერი ფერია. ის დაკავშირებულია ემოციებთან, კრეატიულობასა და მაღალ თვითშეფასებასთან.
ვარდისფერი - რელაქსაცია
მისი მუქი ტონები მხიარულებასთან ასოცირდება. თუმცა ბაც ვარდისფერს, რელაქსაციის ელფერი აქვს. როგორც ამბობენ, ეს ყველაზე ფემინური ფერია, რომლის გამოყენებასაც ბიზნეს შეხვედრების დროს გვირჩევენ.
თეთრი - უბრალოება
თეთრი სრულყოფილების სიმბოლოა. ის სინათლის, სისუფთავის, უბრალოების, ღვთაებრივობის და უბიწოების ფერია. ამიტომ, მისი ზეგავლენა გარშემომყოფებზე, ყოველთვის დადებითია.
მწვანე - სიახლე
რა თქმა უნდა, მწვანე ბუნების ფერია. მიიჩნევა, რომ ფსიქოლოგიურად, ეს ფერი სიახლესთან, ჰარმონიასა და ბალანსთანაა დაკავშირებული.
წითელი - ვნება
წითელი ფერი ვნების, ძლიერების, სიყვარულის, საფრთხისა და აგრესიის სიმბოლოა. თუმცა ამ ფერის სამოსის სიყვარული ადამიანის ექსტროვერტობაზე მიუთითებს.
ნარინჯისფერი - დამოუკიდებლობა
ორგანიზებულობა, დამოუკიდებლობა და თვითმოტივირებულობა - აი რას ამბობს ნარინჯისფერი თქვენს პიროვნებაზე.
ყავისფერი - სტაბილურობა
ესაა იდეალური ფერი სწორი კომუნიკაციისთვის. ის დისკუსიაში ყველაზე ნეიტრალურ ატმოსფეროს ქმნის.
ნაცრისფერი - ნეიტრალურობა
ნაცრისფერი ნეიტრალურობის და დახვეწილობის სიმბოლოა, რომელიც უფრო დაბალვიბრაციულია, ვიდრე შავი ფერი. თუ გსურთ, რომ ნაკლები ყურადღება მიიქციოთ, მაშინ ნაცრისფერი შესანიშნავი არჩევანია.
შავი - ელეგანტურობა
რა თქმა უნდა, ეს ყველას საყვარელი ფერია, რომელიც ელეგანტურობის სიმბოლოა. ამიტომაც მისი ტარება, ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა.
თემები: რჩევები, ფერები, ფერების ფსიქოლოგია
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია