სტილი

„იყავი ფერადი და გამორჩეული ქალი“ - თბილისი მოლში IPEKYOL-ის მაღაზია იხსნება

„იყავი ფერადი და გამორჩეული ქალი“ - თბილისი მოლში IPEKYOL-ის მაღაზია იხსნება

თუ ჯერ კიდევ არ იცი, სად შეიძინო ფერადი და მზისა და ზღვის ტონალობებით შთაგონებული გამორჩეულად ქალური სილუეტის ტანსაცმელი, მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა...

7 ივლისს თბილისი მოლში ქალის სამოსის ახალი ბრენდის მაღაზია - IPEKYOL იხსნება. ეს ბრენდის პირველი მაღაზიაა საქართველოში. 170კვადრატულ მეტრ ფართობზე წარმოდგენილია მოდის უახლესი ტენდენციებით შთაგნებული ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექცია.

BO-3 Multipic:

ცნობილ ბრენდს საქართველოში Retail Group Georgia წარმოადგენს, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანია, ბრენდის ექსკლუზიური ფრენჩაიზ პარტნიორი, რომელიც დღესდღეობით ოპერირებას უწევს საქართველოში მოქმედ 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას.

“ახალი მაღაზიის თბილისი მოლში გახსნით ჩვენ მსოფლიოში ცნობილი კიდევ ერთი მოდის ბრენდი შემოგვყავს ქალაქის ერთ-ერთ უსაყვარლეს სავაჭრო ცენტრში. ახალი ბრენდის აღმოჩენით განსაკუთრებულ გამოცდილებას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. ისინი შეძლებენ შეიძინონ თანამედროვე და მოდური სამოსი როგორც ყოველდღიური, ასევე განსაკუთრებველი შემთხვევებისთვის.

დარწმუნებულები ვართ, იპეკიოლს კარგად მიიღებს ქართველი მომხმარებელი, რადგან იგი სრულად შეესაბამება მათ დახვეწილ გემოვნებას. მჯერა, მას ისევე შეიყვარებენ, როგორც უყვართ ჩვენი არაერთი ბრენდი. ამასთან ერთად, ახალი მაღაზიის გახსნით ჩვენ შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები, რაც ამ პოსტ-კრიზისულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია” - აცხადებს ეთერ გვარაძე, რითეილ გრუპ ჯორჯიას მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.

„იყავი ფერადი და გამორჩეული ქალი“ - თბილისი მოლში IPEKYOL-ის მაღაზია იხსნება

იპეკიოლის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია თანამედროვე და ქალურ სილუეტებს მოდის მდგრად დეტალებს უხამებს. ელეგანტური ფორმები და ჰაეროვანი, მსუბუქი ქსოვილები ამ კოლექციის მთავარი მახასიათებლებია.

ყვითელის, ხაკისფერისა და აგურისფერის მრავალფეროვანი პალიტრა განსაკუთრებით დომინირებს და ცხელ სეზონს შეესაბამება. ჯინსის განსხვავებული ფორმის თანამედროვე მოდელები კოლექციას სასურველს ხდის ნებისმიერი შემთხვევისთვის.

„იყავი ფერადი და გამორჩეული ქალი“ - თბილისი მოლში IPEKYOL-ის მაღაზია იხსნება

მწვანე ფერი მოკლე შარვლებსა და ზედებს ზაფხულის ტონალობებს აძლევს, გეომეტრიული პრინტით გაფორმებული კაბები და პერანგები, რომანტიული რუშები და ღია იისფერი ტონები კი ქალბატონების ჩაცმულობას გამორჩეულს გახდის. ჩაცმულობის სრულყოფისათვის სხვადასხვა ზომის ჩანთები, ორგანული ქსოვილებითა და აკრილის დეტალებით გაწყობილი აქსესუარები კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

იპეკიოლის ახალი მაღაზია მომხმარებლებს ელის ყოველ დღე 10:00-დან 22:00 საათამდე თბილისი მოლის პირველ სართულზე, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ. 2020 წლის ზაფხულის კოლექციის შეძენა 50%-მდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.