რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარი თავისგან მაქსიმუმს მოითხოვ - 5 უსიამოვნო შედეგი
- 08.07.2020
1. ვერ ტკბები შენი მიღწევებით
მართალია წარუმატებლობებზე ბრაზდები და თავს ცუდად გრძნობ, მაგრამ წარმატებებით ბედნიერებას ვერ შეიგრძნობ. როგორც კი დასახულ მიზანს მიაღწევ, მომენტალურად მეორე მიზნისკენ იწყებ სვლას და დარდობ, რა იქნება შემდეგი. ამის ნაცვლად კი უმჯობესია უბრალოდ დატკბე, რომ შენი შრომა დაფასდა და მიზანს მიაღწიე. იმედად ხარ ორიენტირებული შედეგზე, რომ პროცესი სასიამოვნო სულაც აღარ არის.
2. მოულოდნელად თავს ცუდად გრძნობ
ხშირად გეცვლება ხასიათი და თავს ცუდად გრძნობ, რადგან საკმარისად არ ზრუნავ საკუთარ მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. შენი მთავარი გამოწვევა საქმეა და არა შენი ბედნიერება. არაფერს აქცევ ყურადღებას პროდუქტიულობის გარდა. სინამდვილეში კი მუდმივად სტრესში ხარ, შედეგად კი არასტაბილურ ნერვულ ფონს იღებ.
3. ვეღარ ალაგებ პრიორიტეტებს
იმდენად ხარ ორიენტირებული საქმის დასრულებაზე, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები გავიწყდება - საღამოს გატარება მეგობრებთან ერთად, გასეირნება ან რომანტიკული პაემანი. ამისთვის დრო უბრალოდ არ გაქვს. არ უნდა დაივიწყო შენი ცხოვრება, საყვარელი ადამიანები და აუცილებლად გამოჰყო დრო მათთვის. შენ არ ცხოვრობ იმისთვის, რომ მხოლოდ იმუშავო.
4. სანახევროდ ცხოვრობ. შენ მხოლოდ ადამიანი ხარ
შეუძლებელია 24 საათის განმავლობაში მთლიანად იყო ორიენტირებული საქმეზე და პირად ცხოვრებაზე ერთდროულად. გამოდის, რომ შენს ცხოვრებაზე ამბობ უარს - საქმის მიღმა ყველაფერს ნახევარ ყურადღებას და ნახევარ ენერგიას უთმობ. დაიმახსოვრე, უმჯობესია სწორად გაანაწილო შენი რესურსები და სრულფასოვანი ცხოვრება შეძლო.
5. სულ მალე გადაიწვები. თუ ასე განაგრძობ მუშაობას, სულ მალე იმ წერტილს მიაღწევ, რომელსაც გადაწვა ეწოდება
მართალია ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი, მაგრამ აუცილებლად უნდა დაუთმო დრო საკუთარ თავს, თუნდაც საქმე დროში გაიწელოს. სხვა შემთხვევაში, ყოველი მომდევნო კვირა კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან ენერგიის ნაკლებობის გამო, ვეღარ შეძლებ შენი მაქსიმალური შედეგების მიღწევას. წარმატების გზა უნდა გაბედნიერებდეს. ბედნიერი ხარ?
თემები: სამსახური, საქმიანი ქალები, კითხვები, რჩევები, ინტელექტუალი, კარიერა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია