რეალური ამბავი - რატომ დაარღვია სამეფო კარის ეტიკეტი პრინცესა დაიანამ „შურისძიების კაბით“
- 12.07.2020
პრინცესა დაიანა 80-90-იანი წლების მოდის აიკონია. მისი ყოველი გამოჩენა და ყოველი ლუქი, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხვდებოდა. თუმცა არც ერთ კაბას არ მოჰყოლია იმხელა გამოხმაურება, რამდენიც შურისძიების კაბას.
1994 წლის ივნისში, დაიანა საზოგადოებაში პატარა, შავი, მხრებზე გადასული კაბით გამოჩნდა. ასიმეტრიულად გადადებული შიფონის ფრიალა კაბა, ქარის ყოველ დაბერვაზე იხსნებოდა.
სამეფო ოჯახის წევრისთვის, ასეთი თამამი კაბა ყოველგვარი პროტოკოლის მიღმა იყო. მართალია პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი 1991 წლიდან დაშორებულები იყვნენ, თუმცა დიანა მაინც იცავდა სამეფო ოჯახის წესებს. ყველაზე გახმაურებულ კაბას, სულ მალე „შურისძიების კაბა“ ეწოდა. ამის მიზეზი კი მის მიღმა არსებული რეალური ისტორიაა.
1994 წლის იმ უცნაურ საღამოს, ორი მოვლენა დაემთხვა ერთმანეთს - პრინცესა Vanity Fair-ის წვეულებაზე მიიწვიეს, ხოლო ტელევიზიაში პრინც ჩარლზზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გავიდა. ფილმის მიზანი პრინცის დაკარგული რეპუტაციის აღდგენა იყო - დიანასთან განქორწინების შემდეგ, მისი რეიტინგი უჩვეულოდ იკლებდა.
დოკუმენტური ფილმი ერთი შეხედვით კარგად მიდიოდა და შესაძლებელი იყო, პრინცის რეაბილიტაცია მანამ, სანამ ჟურნალისტმა არ ჰკითხა მომავალ მეფეს, იყო თუ არა პრინცესა დიანას მიმართ ერთგული. პრინცი ჩარლზის პასუხის მიხედვით, დიახ, ის იყო დიანას ერთგული მანამ, „სანამ ურთიერთობამ აშკარა ნგრევა არ დაიწყო“. სწორედ ასე დაადასტურა პრინცმა ჭორები კამილა პარკერ-ბოულსთან რომანის შესახებ. „ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამეები ხდება, მაგრამ რას ვიზამთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს შემთხვევაშიც ეს ასეა, მაგრამ ეს უკვე მოხდა“ - განაცხდა პრინცმა.
იმ საღამოს, პრინცესა დაიანა ვალენტინოს კაბაში გეგმავდა გამოწყობას, თუმცა დოკუმენტური ფილმის გასვლის შემდეგ, კაბა შეცვალა და საზოგადოებაში დაუვიწყარი, „შურისძიების კაბით“ გამოჩნდა. კაბით, რომელზეც დღესაც საუბრობენ.
სამი წლის შემდეგ, პრინცესამ კაბა აუქციონზე გაიტანა და 65 000$-ად გაყიდა. თანხა კი მთლიანად კიბოთი და აივ ინფექციით დაავადებულთა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.
თემები: ცნობილი ადამიანები, პრინცესები, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, დაიანა, სამეფო ოჯახი
<a href="https://people.com/">https://people.com/</a>