9 ჩანთა, რომლებსაც სახელები ცნობილი ქალების პატივსაცემად დაარქვეს
- 21.10.2020
ნებისმიერ ნივთს დაარქვან შენი სახელი - ნიშანია იმისა, რომ გარკვეული ადგილი დაიმკვიდრე იმ საზოგადოებაში.
1. ჩანთა ჰერმეს ბირკინი - ჯეინ ბირკინი
ცნობილი ბრიტანელი მომღერლის და მსახიობის ჯეინ ბირკინის, რომელიც ფრანგი მუსიკოსი სერჟ გინსბურგი შეყვარებული იყო, სახელს ატარებს ბირკინის ჩანთა.
ჩანთა შეიქმნა მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი დირექტორი ჟან-ლუ დიუმა მოულოდნელად შეხვდა ჯეინს თვითმფრინავში, რომელიც წუხდა, რადგან არ შეეძლო წესიერი ტყავის ჩანთის პოვნა.
2. ჩანთა გუჩი ჟაკლინი - ჟაკლინ კენედი
ჯაკლინ კენედის ძალიან უყვარდა შანელის ჩანთები და დიდი სათვალეები, თუმცა ეს ჩანთაც მისი ერთ-ერთი საყვარელი ნივთი იყო.
პირველად ჟაკლინი გუჩის ჩანთით 1947 წელს შეამჩნიეს, საზოგადოებრივ შეკრებებზე ის ხშირად ატარებდა ამ ჩანთას, აქედან გამომდინარე, მის საპატივცემულოდ, ჩანთას სწორედ მისი სახელი დაარქვეს.
3. ჩანთა ბალინ ამალი - ამალ კლუნი
2014 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, რომ ფეხსაცმლის და ჩანთების იტალიურმა სახლმა ბალინმა, მის ერთ-ერთ ჩანთას ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯორჯ კლუნის მეუღლის საპატივცემულოდ ჩანთას ბალინ ამალი უწოდა.
მს. კლუნი სიამოვნებით ატარებს ამ ჩანთას და სწორედ ამიტომაც ჩანთას კიდევ ერთხელ შეუცვალეს სახელი და უბრალოდ ‘ამალი’ უწოდეს.
4. ჩანთა გუჩი ბარდო - ბრიჯიტ ბარდო
ბრიჯიტ ბარდო 1960-იანი წლების სახე იყო, მისი სტილი იყო ქალური, მიმზიდველი და მომხიბვლელი. გუჩიმ ეცადა ეს ყველაფერი ჩანთით გადმოეცა. ელეგანტური და მომხიბვლელი, ეს ჩანთა ნებისმიერი შემთხვევისთვისაა.
5. ჩანთა ლედი დიორი - პრინცესა დიანა
თითქოს ყველაფერი, რასაც პრინცესა დიანა ეხებოდა მოწონების საგანი ხდებოდა. ასე იყო დიორის ჩანთის შემთხვევაშიც, რომელმაც პრინცესას მოწონება დაიმსახურა.
პირველად პრინცესას ეს ჩანთა საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ აჩუქა, პრინცესას ძალიან მოეწონა ჩანთა და დიორის სახლს ის ყველა ფერში შეუკვეთა.
6. ჩანთა მალბერი დელ რეი - ლანა დელ რეი
მომღერალი ლანა დელ რეის სტილი, რომელიც კლასიკურია და ამავდროულად თანამედროვე უყურადღებოდ არავის დაუტოვებია. მალბერის შთაგონების წყაროც სწორედ ეს გახდა და შექმნეს ჩანთა, რომელიც ასახავს ლანას სტილს.
ჩანთამ ყველას მოწონება დაიმსახურა და ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯენიფერ ანისტონი და სიენა მილერი მას სიამოვნებით ატარებენ.
7. ჩანთა ლუი ვუტონი SC - სოფია კოპოლა
რეჟისორი, მსახიობი და მწერალი სოფია კოპოლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინო ინდუსტრიული ოჯახიდანაა ჰოლივუდის ისტორიაში, ის ამას არ დასჯერდა და მოდური აქსესუარების დიზაინში გამოსცადა თავი.
კოპოლა შეუერთა ლუი ვიტონს და შექმნეს ჩანთა, რომელიც პრაქტიკულია და ამავდროულად ულამაზესი. მისი ტარება შესაძლებელია როგორც მხარზე, ასევე ხელში დაჭერით.
8. ჩანთა ფერაგამო სოფია - სოფია ლორენი
სიმბოლურია, რომ იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანთა, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონის სახელს ატარებს. კინო ინდუსტრიის ოქროს ხანაში სოფია სუპერვარსკვლავი იყო, ფერაგამომაც გადაწყვიტა შეექმნა ისეთივე ელეგანტური და მარადი ჩანთა, როგორიც სოფიაა.
2009 წელს მილანის მოდის კვირეულზე პირველად გამოჩნდა ჩანთა და მალევე მსოფლიო მოდის ელიტისთვის გახდა ნივთი, რომელიც ‘უნდა გქონდეს’.
9. ჩანთა ჰერმეს კელი - გრეის კელი
გრეის კელი- მსახიობი, რომელიც ცოლად გაჰყვა პრინცს, 1956 წელს, ცდილობდა ორსული მუცელი პაპარაცებისგან ჰერმესის ჩანთით დაემალა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩანთა ასეთი პოპულარული გახდებოდა.
ბუნებრივია, ჰერმესმა ჩანთას პრინცესას სახელი გადაარქვა.
რომელ ჩანთას აირჩევდი თქვენ?
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, ჩანთა
<a href="http://bags.allwomenstalk.com/iconic-bags-inspired-by-iconic-women/9?lastslide">http://bags.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია