არავინ ფიქრობს, რას ფიქრობ მათზე

დიახ. ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. მაშინაც კი, როდესაც შენს წინ დგანან, მხოლოდ საკუთარი ანარეკლის დანახვა შეუძლიათ. როდესაც შენზე საუბრობენ, ისინი ძირითადად საკუთარ თავზე ყვებიან ამბებს.

სინამდვილეში არავის ადარდებს როგორ ცხოვრობ, როგორ შეიჭერი თმა ან მოიმატე წონაში თუ არა. იმდენად მოკლეა ცხოვრება, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც რამე უნდა დაუმტკიცო, მხოლოდ საკუთარი თავია.

დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ

უფრო მეტიც, ეს ნიშნავს, რომ ჭკვიანი ხარ. ყველა პრობლემა გაცილებით მსუბუქდება, როდესაც სხვას უზიარებ.

არც ერთი ადამიანი არ უნდა გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ პრობლემებს მარტო. დახმარების თხოვნა პოზიტიური მოვლენაა, რადგან ამ დროს მკაფიოდ ხედავ, ვის ენდობი ყველაზე მეტად და ვისთან ერთად მიდიხარ ცხოვრების რთულ გზაზე.

არ გჭირდება იყო სრულყოფილი

შენ მნიშვნელოვანი ხარ, იმის მიუხედავად, რამდენად ახლოს ხარ სრულყოფილებლასთან. სრულყოფილი ადამიანები უბრალოდ არ არსებობენ.
სინამდვილეში შენი ღირებულება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ფიქრობ შენს თავზე და არა იმაზე, რას ფიქრობენ სხვები შენზე. არავინ უშვებს შეცდომებს იმის გამო, რომ სრუყოფილები არ არიან. მათ ეშლებათ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ საკმარისად კარგები არ არიან.

ასე რომ შეწყვიტე საკუთარ თავში ეჭვის შეტანა. შენ საუკეთესო ხარ და სულაც არ გჭირდება იყო სრულყოფილი.