LIFE

3 წესი, როგორ დავინახოთ ცხოვრების ნათელი მხარე

3 წესი, როგორ დავინახოთ ცხოვრების ნათელი მხარე

3 წესი, როგორ დავინახოთ ცხოვრების ნათელი მხარე

ბედნიერება - ეს ადამიანის პრიორიტეტია

ბედნიერება ძალიან ჰგავს ფიტნესს. როგორც კი ცხოვრების ჯანსაღი წესი შენი პრიორიტეტი გახდება, უფრო და უფრო მეტად ჯანმრთელი და ძლიერი ხდები. იგივე პრინციპი მოქმედებს ბედნიერების შემთხვევაშიც: ყოველი გადაწყვეტილების საფუძველი შენი ბედნიერება უნდა იყოს. ადამიანი ნელ-ნელა სწავლობს, თუ რა აბედნიერებს და როგორ გახდეს ბედნიერი. ყოველი დღის ყოველი საათი ბედნიერებისკენ სწრაფვაა.

3 წესი, როგორ დავინახოთ ცხოვრების ნათელი მხარე

ბედნიერება მატერიალური სულაც არ არის

ადამიანი ბედნიერი იბადება, ეს მისი ბუნებრივი მისწრაფებაა. როგორც კი ჩვილი პირველად მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებს, ის ბედნიერია. ასეა ყველა ადამიანის შემთხვევაში - თითოეული პიროვნებას შეუძლია ბედნიერება საკუთარ თავში აღმოაჩინოს. ამ გრძნობის მატერიალურ საკითხებში: ფულში, სახლში, მანქანაში, ახალ ტანსაცმელსა თუ წარმატებულ კარიერაში ძიება, წინასწარვე განწირული გეგმაა. ბედნიერება არის გრძნობა და არა მდგომარეობა.

3 წესი, როგორ დავინახოთ ცხოვრების ნათელი მხარე

უბედურება, ეს არის ბედნიერების ნაკლებობა

ბავშვი მხოლოდ მაშინ ტირის, როდესაც უბედურების მიზეზი აქვს - როდესაც მისი საფენი სველია, ის ტირილს იწყებს. როგორც კი მისი საფენი შეიცვლება, ის ისევ ბედნიერია. ყველა ადამიანი ამ პრინციპით აგრძელებს ცხოვრებას. როდესაც უბედური ხარ, გახსოვდეს, რომ ამას აუცილებლად აქვს თავისი მიზეზი - ბედნიერების ნაკლებობა. იმის ნაცვლად, რომ იპოვო ის დამატებითი რამ, რაც გაგაბედნიერებს, იმაზე იფიქრე როგორ მოიშორო ის, რაც გაუბედურებს. ადამიანის ბუნება ბედნიერებისკენაა მიდრეკილი.

3 წესი, როგორ დავინახოთ ცხოვრების ნათელი მხარე



<a href="https://www.vogue.fr/">https://www.vogue.fr/</a>