LIFE

7 ხრიკი, როგორ გამოვიყურებოდეთ ფოტოებში უფრო ახალგაზრდულად?

7 ხრიკი, როგორ გამოვიყურებოდეთ ფოტოებში უფრო ახალგაზრდულად?

თუ შუახნის ასაკში ხართ, სულაც არაა საჭირო ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურები, რათა ფოტოებში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.

წლების წინ, ფოტოების დამუშავება მხოლოდ ცნობილი ადამიანებისთვის იყო შესაძლებელი, მაგრამ ახლა, ციფრულ სამყაროში, ჯადოსნურ ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შესაძლებელია რამდენიმე წელი ჩამოიშოროთ.

გაეცანით 7 ხრიკს, რომელიც თქვენს სოციალურ მედიას, უფრო მომხიბლავს გახდის.

1. როდესაც ფოტოს სხვა ადამიანებთან ერთად იღებთ, უმთავრესია იცოდეთ სად დადგეთ.

თუ ფოტოში ორზე მეტი ადამიანია, ჩვენი რეკომენდაციაა ცენტრალური ადგილი დაიკავოთ. არავითარ შემთხვევაში არ დადგეთ რომელიმე ნაპირზე, რადგან კიდეებში ფოტო თითქოს იწელება და თქვენი ხელი, უბრალოდ უზარმაზარი გამოჩნდება;


2. თუ ფოტოები სხვა ადამიანის ტელეფონით გადაიღეთ, აუცილებლად სთხოვეთ დათვალიერება და იმ ფოტოების წაშლა, რომლებიც არ მოგწონთ;

3. თუ ფოტოები თქვენი ტელეფონითაა გადაღებული, მხოლოდ ის ფოტოები დატოვეთ, სადაც თქვენ გამოიყურებით კარგად.

უბრალოდ ფრთხილად იყავით, შესაძლოა მეგობრებმა შური ინსტაგრამის საშუალებით იძიონ.

4. არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც თქვენი ფოტოები სრულყოფილი გახდება.

ფილტრებს, რომელებიც სახეს აახალგაზრდავებენ, ძირითადად „რბილი ფოკუსი“, „ვაზელინი“ და მსგავსი ტიპის სახელები ჰქვიათ. მოერიდეთ „ნატურალურ“ და ნაცრისფერი ტონის ფილტრებს.

5. თუ ფილტრი არ მოგწონთ, შეგიძლიათ „healing” ფუნქცია გამოიყენოთ, რომელიც იდეალურად შლის თვალებს ქვეშ შავი წრეების, გამონაყარისა და ნაოჭებიც კვალს.

6. გაითვალისწინეთ, ფოტოს დამუშავებისას არ გამოიყენოთ რამდენიმე ფილტრი ერთდროულად, რადგან თქვენი სახე, უბრალოდ დაიბინდება და „გაქრება“.

7. ბოლოს, როდესაც ვინმესთან შესახვედრად გაეშურებით, მოერიდეთ მაკიაჟს.

მიეცით უფლება იცოდეს, რომ თქვენ შუა ხნის ფემინისტი ხართ, რომელსაც არ სჯერა სახის შრატების, ფილტრებისა და ძველმოდური პატრიარქალური სილამაზის სტანდარტების.



<a href="https://www.newyorker.com/h">https://www.newyorker.com/h</a>