ის საუკეთესო მოსაუბრეა

ტყუპების მმართველი პლანეტა მერკურია. მისი წყალობით ის ყველაზე სოციალური ნიშანია, რომელიც ცნობისმოყვარეობით გამოირჩევა. ამიტომ, ტყუპებს აინტერესებს ყველაფერი. როგორც წესი, ადამიანებს უამრავ შეკითხვას უსვამს და დიდი ინტერესით ისმენს პასუხებს. მათ შეუძლიათ საუბარი ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ადამიანთან და თანაც, ნებისმიერ დროს.

შეუძლია ქამელეონივით ადაპტირება

ტყუპებს გააჩნიათ საოცარი უნარი, მკაფიოდ დაინახონ მოცემულ სიტუაციაში საით მიმართონ თავისი ენერგია. ოთახში, სადაც სრული ქაოსია, ისინი უცებ დაინახავენ, სად წავიდნენ, რა გააკეთონ და ვის დაეხმარონ. ხოლო მშვიდ გარემოში, შეუძლიათ სრულად უჩინარები გახდნენ. ის ყველაზე სწრაფად ერგება მოცემულ სიტუაციას, თანაც ყველაზე უკეთ.

მას შეუძლია უცებ დაუმეგობრდეს ადამიანებს

სამყაროში არაფერი აბედნიერებს იმაზე მეტად, ვიდრე ახალი სოციალური წრე და ახალი მეგობრები. თუ ტყუპებს მოეწონე, ამას უცებ გაგრძნობინებს - პლატონური, რომანტიკული და ნებისმიერი ფორმით. სანამ შენ ფიქრობ, ტყუპებმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სულ მალე გეტყვის, რომ უნდა, მის ცხოვრებაში დარჩე.

ის ენდობა საკუთარ ინტუიციას

ზოგჯერ ტყუპებს საკუთარი გულის უფრო სჯერა, ვიდრე გონების. მათთვის ძალიან რთულია წინათგრძნობების დაიგნორება და ამიტომ, ხშირად ინსტინქტურად იქცევა. ეს თვისება ბევრისთვის გამაღიზიანებელია, მაგრამ ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის, წარმოუდგენელია ინტუიციის გარეშე ცხოვრება. ტყუპების ეს თვისება, იდეალური მაგალითია იმისა, რომ ძალიან სასიამოვნოა ცხოვრება - აქ, ახლა და გადაწყვეტილებების ზედმეტი ფიქრის გარეშე მიღება.

ის შენთან ერთად იტირებს, იცინებს და შენთვის იბრძოლებს

ტყუპები ორმაგი სახის ნამდვილი სიმბოლოა. მას შეუძლია ერთდროულად გამოსცადოს ნებისმიერი მოვლენის ორივე მხარე. სწორედ ამიტომ, ის ყველაზე ემპათიური ნიშანია. მართალია ამბობენ, რომ ტყუპები საკუთარ თავს ყველაზე წინ აყენებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შენს გრძნობებზე არ დარდობს. უფრო მეტიც, მას ყველაზე უკეთ შეუძლია სხვასთან ერთად განიცადოს ტკივილი, სიხარული და გაბრაზებაც კი.