დაბადების მომენტიდან, ადამიანი საკუთარი იდენტობის განსაზღვრავს იწყებს. მიღებული ინფორმაციის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ის იწყებს საკუთარი პიროვნების გაანალიზებას.
მივყვებით თუ არა ჩვენი მშობლების სურვილებს? ვართ კი ისეთი ადამიანები, როგორიც ჩვენს მეგობრებს ვგონივართ? იქნებ უბრალოდ საზოგადოებრივ როლებს ვირგებთ?
საკუთარი თავის შემეცნება ისეთი გზაა, რომელსაც მთელი ცხოვრება გრძელდება. თუმცა არსებობს მეთოდები, რომლებიც ამ გზის გავლაში დაგეხმარებათ.
დაინახე, რატომ ხარ უნიკალური
თითოეული ადამიანი განსხვავებული, უნიკალური პიროვნებით იბადება. როგორც კი სხვა ადამიანის პიროვნების მორგებას ცდილობს, ის იტანჯება. მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხო შემდეგია: რა საფასურის გადახდა გიწევს იმისთვის, რომ საზოგადოებას მოერგო? რაც მეტად ივიწყებ შენს უნიკალურ თვისებებს, მით მეტად შორდები საკუთარ თავს.
ზოგჯერ ადამიანს საკუთარი უნიკალურობა აშინებს, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ესაა ის, რასაც პირისპირ უნდა შეხვდეს და არა მხოლოდ აღიაროს, არამედ მის განვითარებას შეუწყოს ხელი.
რთულ სიტუაციების სიღრმისეულად შეხედე
ამბობენ, რომ ადამიანი რთულ სიტუაციებში ამოიცნობა. ამ დროს ითრგუნება ცნობიერი და რეალური სახე იწყებს ზედაპირზე ამოსვლას. მთავარ კითხვებზე პასუხს სწორედ გონების ყველაზე ბნელ და მიუწვდომელ ნაწილებში, ქვეცნობიერში იპოვი. ადამიანის ნამდვილი თვითშემეცნება, სწორედ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში იწყება.
მიჰყევი საკუთარ ინტერესს
ის რაც გაინტერესებს, საუკეთესო გამოხატულებაა იმისა, ვინც ხარ. შესაძლოა გიტაცებდეთ მოგზაურობა, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი და ა.შ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერესი, მაინც მხოლოდ ერთია.
როდესაც მიჰყვები საკუთარ ინტერესს, ასე უკეთ ავლენ შინაგან სამყაროს, სურვილებს და რაც მთავარია, საკუთარ პიროვნებას. ადამიანის ხმა, შესაძლოა საზოგადეობის განწყობამ ჩაახშოს, მაგრამ როდესაც იმას აკეთებ, რაც ნამდვილად გიყვარს, შეუძლებელია შენი ენერგია, რაიმე სახის გარე ფაქტორმა შეასუსტოს.
თემები: ფსიქოლოგია, რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, ნიჭი, მოტივაცია, საკუთარი თავის გამხნევება, პოზიტივი