LIFE

5 გენიალური მწერალი, რომლებსაც არასოდეს უოცნებიათ პოპულარობაზე

5 გენიალური მწერალი, რომლებსაც არასოდეს უოცნებიათ პოპულარობაზე

არსებობენ მწერლები, რომლებიც ბავშვობიდან ოცნებობენ პოპულარობაზე და წერის ნიჭი ჯერ კიდევ მათში მშობლებმა აღმოაჩინეს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც წერა ასაკში დაიწყეს, მაგრამ გენიალური ნაწარმოებები დაუტოვეს თაობებს

 ასტრიდ ლინდგრენი

5 გენიალური მწერალი, რომლებსაც არასოდეს უოცნებიათ პოპულარობაზე

ყველა თაობის საყვარელი მწერალი მდივნად მუშაობდა და რომ არა ქალიშვილის ავადმყოფობა მწერლობას არასოდეს მოჰკიდებდა ხელს. 1941 წელს, როდესაც მისი ქალიშვილს პნევმონია დაემართა, დედა ღამეებს ათენებდა ქალიშვილის საწოლთან. როდესაც ერთ დღეს კარინმა სთხოვა მისთვის ზღაპარი მოეყოლა, ასტრიდმა სწორედ მაშინ მოიგონა პეპის გმირი და შექმნა ამბების მთელი სერია. 4 წლის შემდეგ ლინდგრენმა თავისი პირველი წიგნი გამოაქვეყნა. 

ჰარუკი მურაკამი

5 გენიალური მწერალი, რომლებსაც არასოდეს უოცნებიათ პოპულარობაზე

ჰარუკი მურაკამის წარმატებული ბიზნესი ჰქონდა. იგი ტოკიოში ჯაზის ბარის მფლობელი გახლდათ და მწერლობაზე არასოდეს უფიქრია. ერთ დღეს, მურაკამი ბეისბოლის თამაშის ყურებისას, მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ პირველი რომანის დაწერა. ერთი წლის შემდეგ უკვე მზად იყო წიგნი "მოუსმინე ქარის სიმღერას".

კენ კიზი

5 გენიალური მწერალი, რომლებსაც არასოდეს უოცნებიათ პოპულარობაზე

სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როდესაც მუშაობა ფსიქიატრის ასისტენტად ვეტერანთა საავადმყოფოში დაიწყო. მის მოვალეობებში ასევე შედიოდა ფსიქოდელიურ ექსპერიმენტებში მონაწილეობა. ღამის ცვლაში პაციენტებთან საუბრისას შექმნა გენიალური ნაწარმოები "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა". კიზს არ სჯეროდა, რომ პაციენტები არანორმალურები იყვნენ. მისი აზრით, საზოგადოებამ უბრალოდ უარყო ისინი და სწორედ ამიტომ სურდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა თავისი ხედვა მათ შესახებ.

ლუის კეროლი

5 გენიალური მწერალი, რომლებსაც არასოდეს უოცნებიათ პოპულარობაზე

ჩარლზ ლუდვიგ დოჯსონი (ეს კეროლის ნამდვილი სახელი და გვარია) მათემატიკას ასწავლიდა ოქსფორდში და ფილოლოგ ჰენრი ლიდელთან მეგობრობდა. ერთ დღეს ჩარლზი, ჰენრი და მათი ქალიშვილები ნავით სამოგზაუროდ წავიდნენ. გოგონების გასართობად, კეროლმა დაიწყო მოთხრობების მოგონება ალისას თავგადასავლის შესახებ. მოგვიანებით ამ ეპიზოდებით შეიქმნა ლუის კეროლის პირველი წიგნის საფუძველი „ალისა საოცარი ქვეყნიდან...“

ჩაკ პალაკინი

5 გენიალური მწერალი, რომლებსაც არასოდეს უოცნებიათ პოპულარობაზე

ჟურნალისტი ჩაკ პალაკინი მრავალი პროფესიის შეცვლის შემდეგ, დიზელის მექანიკოსობიდან ჰოსპიტალში მოხალისედ მოხვდა. „მებრძოლთა კლუბის“ გენიალურმა ავტორმა პარალელურად გადაწყვიტა, სპეციალურ კურსებზე ევლო, სადაც უამრავ ახალ მეგობარს შეიძენდა და წიგნის დაწერას შეძლებდა.