LIFE

5 საკულტო ფილმი, რომელიც აგვისტოში აუცილებლად უნდა ნახოთ

5 საკულტო ფილმი, რომელიც აგვისტოში აუცილებლად უნდა ნახოთ

აუზი, 1969 წელი

5 საკულტო ფილმი, რომელიც აგვისტოში აუცილებლად უნდა ნახოთ

არაფერი უხდება აგვისტოს ცხელ დღეებს ისე, როგორც რომი შნაიდერისა და ალენ დელონის სიყვარულის ისტორია. თანაც თუ სიუჟეტი ზაფხულში, აუზის პირას ვითარდება.

ჟან-პოლი (ალენ დელონი) და მარიანა (რომი შნაიდერი) შვებულებას სანაპიროზე, მეგობრების ვილაში, იდეალურ ატმოსფეროში ატარებენ. თუმცა საზაფხულო იდილიას მარიანას ყოფილი საყვარელი არღვევს, რომელიც მათ ესტუმრება. საბოლოოდ კი აუზის ფსკერზე სტუმრის გვამს აღმოაჩენენ.

ნიჭიერი მისტერ რიპლი, 1999 წელი

5 საკულტო ფილმი, რომელიც აგვისტოში აუცილებლად უნდა ნახოთ

მზით გარუჯული ჯუდ ლოუ, მეტ დეიმონი და გვინეტ პელტროუ 1999 წლის ნამდვილი სენსაციაა. ფილმი, რომლის ჩახლართული სიუჟეტი ნამდვილად დაგავიწყებთ აგვისტოს სიცხეს.

ტომ რიპლი (მეტ დეიმონი) ქარიზმატული სოციოპატია, რომელიც 50–იანების ნიუ–იორკში ცხოვრობს და მსახურად და პიანისტად მუშაობს. მაგრამ მისი მთავარი ნიჭი სხვა ადამიანების განსახიერება, ხელნაწერის გაყალბება და მაქინაციების ჩატარებაა.

უბის წიგნაკი, 2004 წელი

5 საკულტო ფილმი, რომელიც აგვისტოში აუცილებლად უნდა ნახოთ
5 საკულტო ფილმი, რომელიც აგვისტოში აუცილებლად უნდა ნახოთ

ეს ფილმი აუცილებლად გინახავთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია.

სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან, მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს.

ვიკი, კრისტინა, ბარსელონა, 2008 წელი

5 საკულტო ფილმი, რომელიც აგვისტოში აუცილებლად უნდა ნახოთ

ვუდი ალენის განუმეორებელი ფილმი - ბარსელონა, პენელოპა კრუზი, სკარლეტ იოჰანსონი და ხავიერ ბარდემი - კომბინაცია, რომელიც შეუძლებელია სხვა ფილმში ნახოთ.

ზაფხულის არდადეგებზე ესპანეთში ყოფნისას, ორ მეგობარ გოგონას ერთი და იგივე მხატვარი შეუყვარდებათ და არც კი ეჭვობენ, რომ სადაცაა მხატვრის ყოფილი მეუღლე გამოჩნდება, რომელთანაც მას მგზნებარე ურთიერთობა აკავშირებს.

შენი სახელით დამიძახე, 2017 წელი

5 საკულტო ფილმი, რომელიც აგვისტოში აუცილებლად უნდა ნახოთ

რა შეედრება იტალიურ ზაფხულს, შესანიშნავ მუსიკისა და არაჩვეულებრივ მსახიობებს? არც არაფერი.

1983 წელი. ელიო ჩვიდმეტი წლისაა და ზაფხულს ის ვილაზე მშობლებთან ატარებს, ამერიკელ პროფესორსა და იტალიელ თარჯიმანთან. ელიო ზაფხულის დღეებს პლიაჟზე სიარულში, მეგობარ გოგონასთან გართობაში, კითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენაში ატარებს. მის დასვენებას ოლივერის, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერის, მამამისის მეგობრის ჩამოსვლა დაარღვევს.