8 ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღესვე უნდა მიიღო - ხვალ უკვე გვიან იქნება
- 19.08.2020
დრო გარბის, ამიტომ არ გაფლანგო ცხოვრების მნიშვნელოვანი წამები.
შეიძლება გადაწყვიტე, რომ ახალი პროექტი მომდევნო კვირიდან დაიწყო, ან შესაძლოა ვარჯიშის დაწყება გაქვს ორშაბათიდან გადაწყვეტილი, სწორი კვება კი მომდევნო თვიდან... რა თქმა უნდა, ადამიანები მუდამ ასე ვიქცევით.
სინამდვილეში კი, შენი მიზნისკენ სვლა დღესვე უნდა დაიწყო.
ათი წუთი სწრაფი სიარული იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა - სულ მცირე, პატარა ნაბიჯებით მალევე აღმოაჩენ, რომ მიზანთან უფრო ახლოს ხარ, ვიდრე აქამდე იყავი. თუ ფიქრობ, რომ უმნიშვნელო მცდელობით წინ ვერ წახვალ, ძალიან ცდები. ადამიანი ყველაფერს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ეჩვევა.
თუ ფიქრობ, რომ საკმარისად ძლიერი არ ხარ იმისთვის, რომ დღეს დაიწყო, მაშინ იცოდე, რომ არც ხვალ იქნები. არ არსებობს სწორი დრო, არსებობს სწორი გადაწყვეტილებები და სწორი სურვილები.
გახსოვდეს, რომ სანამ შენი მიზნების ასრულებას შორეულ მომავალში გეგმავ, დღეს ვიღაც ადამიანი უკვე ცდილობს საკუთარი მიზნისკენ სიარულის სწავლას. ამიტომ, უფრო დიდი შანსია, რომ მომავალში, როდესაც შენ დამწყები იქნები, მას უკვე ექნება გამოცდილება და ძალიან მარტივად მოახერხებს შენს მიზნამდე მისვლას.
დრო ძალიან შეზღუდული რესურსია,
ამიტომ არ უნდა დაუშვა მისი დაკარგვა. არ დანებდე შენს იდეებს, გადადგი პატარა ნაბიჯები, იმოქმედე, დაიწყე ნულიდან და პროცესში მიიღე გამოცდილება.
მთავარია დაიწყო დღესვე!
გიფიქრია ყოველდღიურად რამდენ დროს კარგავ, როდესაც სოციალურ მედიას სქროლავ? სწორედ ეს დრო დგას შენსა და შენს ოცნებებს შორის. წარმოიდგინე, რა ახლოს იქნებოდი, მთელი ეს დრო რომ მოქმედებაში გამოგეყენებინა.
მოაკელი მხოლოდ ერთი საათი სხვა ადამიანების თვალიერებას და ეს რესურსი, შენს სურვილებს დაუთმე. სულ მალე არსაიდან გაჩნდება დრო, რომ ივარჯიშო, იმუშაო საკუთარ თავზე და გახდე უკეთესი.
გახსოვდეს, რომ თითოეულ ადამიანს მხოლოდ 24 საათი აქვს დღეში. მიზნებს კი მხოლოდ ის ადამიანები აღწევენ, ვისაც არ ეზარება მოქმედება.
რა არის შენი გამართლება?
რატომ არ იწყებ მოქმედებას დღესვე?
თუ ყველაზე გვიან დაიწყებ სიარულს, როგორ მოახერხებ მიზნამდე ყველაზე მალე მისვლას?
თემები: ფსიქოლოგია, რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, რჩევები, მოტივაცია, საკუთარი თავის გამხნევება, რწმენა
<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია