დიანას გარდაცვალებიდან 20 წელზე მეტია გასული, თუმცა მისი სტილი დღემდე ყურადღების ცენტრშია. პრინცესას გემოვნება ამ დრომდე განსაზღვრავს მოდის ტრენდებს.
დაათვალიერეთ პრინცესა დიანას 11 ლუქი 90-იანი წლებიდან, რომელიც დღესაც ძალიან ტრენდულია.
ჯინსის შარვალი და ჯინსის პერანგის კომბინაცია ბოლო წლების ყველაზე თამამი ტრენდია;
კოპლიანები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრინტია;
შენიშნავდით, რომ განსაკუთრებით აქტუალურია ფუმფულა მკლავები;
დიდი ზომის პიჯაკს ყველა მოდური ქალის გარდერობში შეხვდებით;
თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი უკვე კლასიკად გადაიქცა;
თეთრ სათვალეს გულგრილად ნამდვილად ვერ შეხედავთ;
ცალმხრიანი კაბა დიანას ხელწერა და თანამედროვე მოდის ტრენდია;
წითელი ჩექმების ჩაცმა ალბათ ძალიან გამომწვევი საქციელია პრინცესასგან, თუმცა
დიანამ ნამდვილად იცოდა, როგორ შეექმნა დახვეწილი ლუქი;
როგორც ჩანს, მხრებზე გადასული სილუეტი ნამდვილად დიანას ფავორიტია;
სპორტული, ველოსიპედის შორტების პოპულარობის მიზეზი დიანას სტილში უნდა ვეძებოთ;
თეთრი ფერის დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, ამ სეზონის ნამდვილი ტრენდია.
თემები: სტილი, ცნობილი ადამიანები, პრინცესა დაიანა, პრინცესა, დაიანა
<a href="https://www.instyle.com/">https://www.instyle.com/</a>