LIFE

როგორ ემესიჯები შენს მეგობრებს, ეს ბევრს ამბობს, როგორი ადამიანი ხარ...

როგორ ემესიჯები შენს მეგობრებს, ეს ბევრს ამბობს, როგორი ადამიანი ხარ...

თუ დიდ ტექსტებს აგზავნი, ეს ნიშნავს, რომ ადამიანთან გულით და სულით საუბრობ

შენ მგრძნობიარე ადამიანი ხარ, დიდხანს ფიქრობ რა უთხრა ახლობლებს და სიტყვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ. შენმა მეგობრებმა იციან, რომ კეთილი და თანამგრძნობი ადამიანი ხარ. მათ მუდამ აქვთ შენი მხარდაჭერისა და კარგი სიტყვების იმედი.

თუ მოკლე, ერთსიტყვიან შეტყობინებებს აგზავნი, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი ადამიანი ხარ

შესაძლოა შენი „კი“, „არა“ და „კარგი“ ვიღაცისთვის უემოციო, ზერელე დამოკიდებულებას ნიშნავდეს, მაგრამ სინამდვილეში, შენ არ ცდილობ მოვლენების შელამაზებას. შეგიძლია ყველაფერი ზუსტად ისე მიიღო, როგორც არის. შენ არ თამაშობ სიტყვებით, გულწრფელ და პირდაპირ პასუხებს ამჯობინებ. ადამიანებმა იციან, რომ შენ მათ ყოველთვის სიმართლეს ეტყვი.

თუ ემოციების გამოყენება ძალიან მოგწონს, ეს ნიშნავს, რომ შენს ემოციებს არ მალავ

ფიქრობ, რომ ეს პატარა სიმბოლოები ძალიან კარგად ახერხებენ ადამიანის განწყობის გადმოცემას. არ გეშინია თქვა რას გრძნობ, როგორ ხარ - ბედნიერი, მოწყენილი თუ აღელვებული - შენ შეგიძლია შენი ემოციები თამამად გააზიარო.

თუ წერისას აუცილებლად იყენებ „ჰაჰაჰა“-ს ან „ლოლ“-ს, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის განმარტავ რას ამბობ

შენ არ გიყვარს კონფლიქტები და გაუგებრობები, ამიტომ გირჩევნია ადრესატს მკაფიოდ დაანახო რას გულისხმობ.

თუ საერთოდ არ გიყვარს მესიჯების გაგზავნა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დაკავებული ადამიანი ხარ

არასოდეს გაქვს დრო ტელეფონის გადასამოწმებლად. როდესაც ადამიანისთვის რამის გაზიარება გინდა, უბრალოდ ურეკავ. შენთვის მესიჯებზე პასუხი დამატებით დავალებას ნიშნავს - უნდა დაჯდე და ახალ თემაზე კონცენტრირდე, რაც სულაც არ მოგწონს. შენმა მეგობრებმა იციან, რომ მესიჯების ფანი ნამდვილად არ ხარ, თუმცა სასურველია, როგორმე გამონახო დრო და საყვარელ ადამიანის ტექსტებს უპასუხო.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>