LIFE

6 რამ, რასაც ნარცისები და ფსიქოპათები „გასაგიჟებლად“ გვეუბნებიან

6 რამ, რასაც ნარცისები და ფსიქოპათები „გასაგიჟებლად“ გვეუბნებიან

სოციოპათები ადამიანების მოტყუებისა და მათზე გავლენის მოხდენის ოსტატები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი განცხადებები ფაქტებით გამყარებული არასოდესაა, წარმოუდგენელ უნარებს ფლობენ, დაგაჯერონ ყველაფერი, რასაც ლაპარაკობენ.

ნარცისებს გადამეტებული სურვილი ამოძრავებთ, ვაღმერთებდეთ, სხვების გრძნობებს კი მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს; თანაც საკუთარ თავთან დაკავშირებით კრიტიკის გაგონებაც არ უნდათ და ყოველთვის სახალხო აღიარებას მოითხოვენ. საინტერესოა, რომ საწყის ეტაპზე თავს საკმაოდ ალტრუისტულ, უმანკო პიროვნებად წარმოაჩენენ, შემდეგ კი ურთიერთობებში ნელ-ნელა მომხიბვლელობასა და მანიპულირების უნარებს იყენებენ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ და ყველასგან – მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან, თანამშრომლებისგან და შეყვარებულისგან – მიიღონ ის, რაც უნდათ.

გამონაკლისი არავინაა და ნუ გაგიკვირდება, თუ ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ამ ტიპის ადამიანთან შეხება შენც გქონია. გაგიზიარებთ რამდენიმე ფრაზას, რომელთა დახმარებითაც შეძლებ გამოიცნო, როგორ ცდილობს შენს გარემოცვაში მყოფი სოციოპათი/ნარცისი, წყობიდან გამოგიყვანოს:

6. „ზედმეტად სენსიტიური ხარ“

6 რამ, რასაც ნარცისები და ფსიქოპათები „გასაგიჟებლად“ გვეუბნებიან

ამ ტიპის ადამიანები საწყის ეტაპზე გარკვეულ ემოციებს აღგიძრავენ, შემდეგ კი დისტანცირდებიან და გაკვირდებიან, რა რეაქცია გექნება, ამაღლებული ფრაზებით რომ აღარ შეგამკობენ და სრულიად დაგაიგნორებენ. როდესაც მათ ანკესზე წამოეგები და ინტერესს მართლაც გამოავლენ, დაგადანაშაულებენ, რომ ზედმეტად მგრძნობიარე ხარ.

მათ ადამიანების კრიტიკა, შეურაცხყოფა და დამცირება ახასიათებთ, თანაც ხუმრობის კონტექსტში; სანამ მოთმინების ფიალა არ აგევსება და მართლაც რამეს არ გააკეთებ. სოციოპათებს/ნარცისებს საკუთარ თავში დაჯერებული ადამიანების დაკომპლექსების წარმოუდგენელი უნარი აქვთ.

5. „შენ მართლაც გიჟი ხარ/ძალიან ეჭვიანი ხარ“

6 რამ, რასაც ნარცისები და ფსიქოპათები „გასაგიჟებლად“ გვეუბნებიან

როდესაც ურთიერთობა უარესდება, ისინი ყველაფრისთვის „სახელების დარქმევას“ იწყებენ – „შენ უბრალოდ გაგიჟდი,“ „ეს ეჭვიანობის ნიადაგზე გააკეთე“ და ა.შ. შენი დამცირებით სურთ, საკუთარი არაჯანსაღი ქცევიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ და საკუთარ საღი აზროვნების უნარშიც კი დაგაეჭვონ.

4. „ზედმეტად ბევრს ფიქრობ“

6 რამ, რასაც ნარცისები და ფსიქოპათები „გასაგიჟებლად“ გვეუბნებიან

ადამიანებს ხანდახან ნამდვილად გვახასიათებს მარტივ მოვლენებში უსაფუძვლოდ ჩაღრმავება, თუმცა ნარცისები და ფსიქოპათები ხშირად სპეციალურად გამოგიწვევენ, რომ გაეჭვიანონ და შემდეგ დაგადანაშაულონ, თითქოს არაადეკვატურად ეჭვიანი ხარ.

3. „ჩემს გარეშე ვერაფერს გახდები“

6 რამ, რასაც ნარცისები და ფსიქოპათები „გასაგიჟებლად“ გვეუბნებიან

მას შემდეგ, რაც მიხვდებიან, რომ გაშიფრე, ყველაფერს აკეთებენ, რომ შენზე კონტროლი შეინარჩუნონ: ამ მიზნის მისაღწევად კი მოთმინებას გაკარგვინებენ და თავს ისე გაგრძნობინებენ, თითქოს მათ გარეშე დაიკარგებოდი.

2. „ზედმეტად დრამატული ხარ“

6 რამ, რასაც ნარცისები და ფსიქოპათები „გასაგიჟებლად“ გვეუბნებიან

ფსიქოპათი/ნარცისი შენთან საუბრისას აუცილებლად აღნიშნავს, რომ ვერ იტანს დრამას, შენ კი ზედმეტად დრამატული პიროვნება ხარ. თუმცა მზად იყავი, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ, დრამა სწორედ მათ დაჰყვებათ – როდესაც საკუთარ ანტისოციალურ ქცევას გამოავლენენ და ამის გამო მიუთითებ, მაშინვე არაადეკვატური რეაქციით გპასუხობენ.

1. „ჩემი არ გესმის“

6 რამ, რასაც ნარცისები და ფსიქოპათები „გასაგიჟებლად“ გვეუბნებიან

ურთიერთგაგება ხომ ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელია, თუმცა სოციოპათებს თავიანთი არანორმალური ქცევით ადამიანებში ნეგატიური რეაქციების გამოწვევა შეუძლიათ, შემდეგ კი გადანაშაულებენ და თავი ისე უჭირავთ, თითქოს შენ ჭკუიდან შეიშალე და ისინი ვერც კი ხვდებიან, რაზე გაბრაზდი.



<a href="http://earthables.com/sociopaths-say-1931696913/">http://earthables.com</a>