იტალია მოგზაურების საყვარელი ადგილია. ზღვისა და მთის არაჩვეულებრივი კომბინაცია, საქვეყნოდ ცნობილი იტალიური სამზარეულო და ხელოვნება, რომელიც ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. ქვეყანა, სადაც მოგზაურობაზე ყველა ადამიანი ოცნებობს.
თუ იტალიის მოყვარულების არმიის ნაწილი ხარ, მაშინ აღმოაჩინე 5 Instagram ანგარიში, რომელსაც აუცილებლად უნდა გაჰყვე და იტალიის ყოველდღიური დოზა ასე მიიღო.
1. Italy Segreta – Secret Italy
ამ Instagram გვერდზე აღმოაჩენთ იტალიურ ვინტაჟურ ფოტოებს, შთამაგონებელ კონტენტს და საოცნებო ადგილებს. პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა ამ გვერდის ფუნქციონირება, უფრო მეტიც, ახალი გამოწვევა #italyfromawindow (#იტალიაფანჯრიდან) წამოიწყო და მთელი მსოფლიოს მასშტაბიოთ მოიპოვა პოპულარობა.
2. Issimo - Italian Lifestyle Platform
ამ გვერდზე კი იტალიურ მოდას და ესთეტიკას აღმოაჩენთ. ფილმები, რეცეპტები, წიგნები და კოლექციები - რა შეედრება იტალიურ კულტურას? არც არაფერი.
3. La Cucina Italiana
სპაგეტი, პიცა, პომიდვრისა და მოზარელას სალათები, ტირამისუ... ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ უარი თქვა იტალიური კერძების მომზადებაზე. ნუ, დათვალიერებაზე მაინც.
4. Elena Braghieri
იტალიელი ფოტოგრაფი და მოგზაური ყოველდღიურად აგავსებთ იტალიის დაუვიწყარი ხედებითა და საოცნებო ქვეყნის რომანტიკით.
5. What Italy Is Places. People. Stories of Italy.
ამ გვერდზე კი იტალიის ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებას აღმოაჩენთ - ბოლონიის ღია კინოთეატრი, მოთამაშე ბავშვები პორტში და ფოტოგრაფების მიერ დაჭერილი იტალიური ყოველღიურობა.
თემები: მოგზაურობა, მოგზაური, ჩემოდანი, იტალია