LIFE

9 მარტივი წესი - როგორ გავუმკლავდეთ ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებს

9 მარტივი წესი - როგორ გავუმკლავდეთ ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებს

1. იცოდე, რომ დაუცველობის განცდა გაზრდის განუყოფელი ნაწილია.

საკუთარი თავის გაძლიერება და მუდმივად ცვალებად სამყაროში თავის დაცვა, ზრდასრული ცხოვრების ყველაზე რთული ნაწილია;

2. შეწყვიტე ადამიანების განსჯა სქესის, ასაკისა თუ სოციალური სტატუსის მიხედვით.

დაიმახსოვრე, რომ სხვების შეფასება მხოლოდ მათი სიტყვებისა და ქმედებების მიხედვით შეიძლება;

3. მოიპოვე დამოუკიდებლობა - ემოციური, მენტალური და ფინანსური.

ოღონდ გახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება მიღწევა კი არ არის, არამედ პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება;

4. სცადე ყველაფერი, რისი გაკეთებაც გსურს

მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკუთარ თავთან დიალოგს გამართავ - ეს ისაა, რისი გაკეთებაც ნამდვილად გინდა?

5. იყავი მართალი საკუთარ თავთან.

ზრდასრულობა ადვილი სულაც არ არის. ამ გზაზე აუცილებელია იცნობდე და ენდობოდე შენს თავს. დაივიწყე სოციალური ნორმები - მიჰყევი შენს გულს და ენდე საკუთარ ინსტინქტებს;

6. იყავი თანამგრძნობი და არა შეუწყნარებელი;

იყავი მგრძნობიარე და არა ინდიფერენტული;

7. პატივისცემით მოექეცი ყველას.

დასაწყისისთვის საკუთარი თავის პატივისცემით დაიწყე - იცხოვრე შენ პრინციპებისა და მორალის მიხედვით;

8. გაერკვიე საკუთარ თავში.

გაიგე რა არის შენი მოტივაცია და აიღე პასუხისმგებლობა. იყავი ღია სიახლეებისა მიმართ და არასოდეს შეწყვიტო შემეცნება.

9. ყველა მორალური საკითხი, რაც ბავშვობაში გასწავლეს - გულწრფელობა, ერთგულება, სიკეთე - აუცილებლად გაივლის გამოცდას.

შენ გაქვს უფლება გაერკვიო საკუთარ მორალურ ნორმებში და ჩამოყალიბდე - რა არის მისაღები შენი მორალისთვის და რა არა.