ყველასთვის საყვარელი 9 ვარსკვლავი, რომლებიც პირველი როლის შემდეგ ძალიან შეიცვალნენ
- 05.09.2020
ანჯელინა ჯოლი
მსოფლიოს გამორჩეულად ლამაზი ქალი, კინოეკრანზე, პირველად ჯერ კიდევ ბავშვი გამოჩნდა. მას შემდეგ ენჯიმ უამრავ ფილმში ითამაშა და მაყურებლების საყვარელი მსახიობის ტიტულიც მოიპოვა.
ნიკოლ კიდმანი
დახვეწილი და ელეგანტური ნიკოლ კიდმანი, პირველად ფილმში ბუნებრივი ხვეული თმით იხილა მაყურებელმა.
ბენ სტილერი
ეკრანზე პირველი გამოჩენის შემდეგ, ბენ სტილერმა ითამაშა 60-ზე მეტ ფილმში, იყო რამდენიმე პროექტის სცენარისტი და ძალები რეჟისორის ამპლუაშიც კი სცადა.
რობერტ დაუნ უმცროსი
იცოდით, რომ ყველასთვის საყვარელი სუპერგმირი, რკინის კაცი, პირველად ფილმში, ჯერ კიდევ 1970 წელს გამოჩნდა?
რენე ზელვეგერი
ვის არ უყვარს ბრიჯიტ ჯონსი? თუმცა სანამ მსახიობი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი გახდებოდა, მხოლოდ ეპოზოდურ როლებს თამაშობდა, თანაც არც ისე გახმაურებულ ფილმებში.
მეგ რაიანი
90-იანების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, პირველად კინოეკრანებზე 1981 წელს გამოჩნდა. შემდეგ იყო „უძინარები სიეტლში“, „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“ და „კეიტი და ლეოპოლდი“ - მეგ რაიანი კი ეპოქის ყველაზე დასამახსოვრებელი ქალი გახდა.
ბილ მარი
ყველასთვის საყვარელი კომიკოსის დებიუტი 1979 წელს შედგა. 70 წლის ასაკშიც კი, მსახიობი აგრძელებს ისეთ რეჟისორებთან თანამშრომლობას, როგორებიც არიან სოფია კოპოლა და უეს ანდერსონი.
ჯენიფერ ენისტონი
მანამ სანამ ჯენიფერი „მეგობრების“ ლეგენდარული რეიჩელი გახდებოდა, მხოლოდ რიგითი მსახიობი იყო. დებიუტიდან 30 წლის შემდეგ კი, ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია.
ჰიუ ჯეკმანი
მსახიობის პოპულარობა 2000 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც „იქს-ადამინებში“ ერთ-ერთი მთავარი როლი მოირგო. თუმცა მისი დებიუტი კინოში 2 წლით ადრე, 1998 წელს შედგა.
თემები: კინო, ფილმი, ოსკარი, მსახიობები, ჰოლივუდი
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია