რა დროში პასუხობს „ის“ შენს მესიჯებს, ბევრს ამბობს იმაზე, თუ რას გრძნობს შენს მიმართ
- 05.09.2020
თუ ისე უცებ გპასუხობს, რომ ჯერ კიდევ არ დაგისრულებია პასუხი, მაშინ ვფიქრობ უკვე იცი, რომ ის ძალიან დაინტერესებულია შენით. იმდენად, რომ ვერც კი ითმენს დაელოდოს შენს საბოლოო შეტყობინებას;
თუ მესიჯის გაგზავნისთანავე გპასუხობს, მაშინ ის იმაზე მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე შენ გგონია. თანაც, მას არ სჭირდება დრო პასუხის მოსაფიქრებლად - ის ღიაა შენს მიერ მიწერილი ნებისმიერი სიტყვის მიმართ;
თუ მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ პასუხობს შენს შეტყობინებას, მისთვის ნამდვილად პრიორიტეტი ხარ. ის არასოდეს ამბობს უარს მოწყდეს სხვა საქმეს თუ ადამიანებს, რათა შენს მესიჯს უპასუხოს;
ადამიანები, როგორც წესი, ნებისმიერ შეტყობინებას 10 წუთიდან 1 საათამდე დროში ვპასუხობთ. შესაძლოა ის უბრალოდ ზის და ითვლის, როდის გავა სასურველი წუთები, რათა შეტყობინების გამოგზავნა მიზანშეწონილი იყოს, ან უბრალოდ იმდენად დაინტერესებული არ არის, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, პრიორიტეტი იყო;
თუ საპასუხოდ 1 საათზე მეტი სჭირდება, ეს არ ნიშნავს, რომ დაინტერესებული არაა. შესაძლებელია, უბრალოდ დაკავებული ცხოვრების სტილი ჰქონდეს. მაგრამ რადგან ყოველთვის ახერხებს პასუხს 1 საათის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ შენთან კომუნიკაცია ძალიან მოსწონს;
თუ საპასუხოდ ზუსტად ერთი და იგივე დრო სჭირდება, მაგალითად 45 წუთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან უნდა თავისი ინტერესი დამალოს. ჩვენ, ქალებს დამთხვევების სულაც არ გვჯერა და ვიცით, რომ ყოველთვის 45 წუთის შემდეგ პასუხი, რაღაც მნიშვნელოვანზე მიუთითებს;
თუ რამდენიმე საათის შემდეგ გწერს, თანაც არასოდეს ავიწყდება აიხსნას მიზეზი, რას აკეთებდა წინა საათები, მაშინ მშვიდად იყავი - უბრალოდ მართლა არ ეცალა;
მეორე დღეს პასუხი კი სულაც არ არის განგაშის სიგნალი - ზოგჯერ ჩვენ ძალიან დაკავებულები ვართ, ან ძალიან დაღლილები და გვჭირდება დრო, რომელსაც ტელეფონის გარეშე გავატარებთ;
თუ რამდენიმე დღის შემდეგ გწერს, მაშინ შენთვის ცუდი ამბავი გვაქვს... თანამედროვე სამყაროში არავინ თიშავს ტელეფონს 4 დღის განმავლობაში. მას უბრალოდ არ უნდოდა ეპასუხა;
თუ ერთი კვირის შემდეგ გწერს, უბრალოდ არ უპასუხო. ნამდვილად არ გიმსახურებს.
თემები: სიყვარული, ფსიქოლოგია, რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, ტელეფონი, სტრესი, ქალი და მამაკაცი, მობილური
<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია