LIFE

2000-იანების 7 საუკეთესო ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ნახო

2000-იანების 7 საუკეთესო ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ნახო

1. პატარძალი და ცრურწმენა, 2004 წელი

2000-იანების 7 საუკეთესო ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ნახო

ჯეინ ოსტინის კლასიკური ისტორიის ბოლივუდური ვერსია, რომელშიც დედას, მისი ქალიშვილებისთვის შესაფერისი საქმროების პოვნა სურს. როდესაც მათთან სტუმრად ორი მდიდარი მამაკაცი ბალრაჯი და დარსი ჩამოდიან, ბაქშის ოჯახში დიდი იმედი გაჩნდება. თუმცა, სხვადასხვა გარემოებები და მოსაზრებები სიყვარულს წინ ეღობება.

2. ბეისბოლის ციებ-ცხელება, 2005 წელი

2000-იანების 7 საუკეთესო ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ნახო

ამბობენ, რომ თუ მამაკაცი 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ არის დაქორწინებული, ე.ი. მას რაღაც ვერ აქვს წესრიგში. თუ 30 წლის ქალი ჯერ კიდევ არ გათხოვილა, ე.ი. ის ძალიან ბევრს მუშაობს. და რა მოხდება თუ ორი ასეთი მარტოხელა ერთმანეთს შეხვდება?

3. პატარძლების ომი, 2009 წელი

2000-იანების 7 საუკეთესო ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ნახო

ორი საუკეთესო მეგობარი ერთმანეთს გადაემტერება იმის გამო, რომ მათი ქორწილი შემთხვევით ერთ დღესაა დანიშნული და პატარძლების ომებიც იწყება... 

4. ისე, როგორც ზეცაში, 2005 წელი

2000-იანების 7 საუკეთესო ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ნახო

მამაკაცი ახალ საცხოვრებელ სახლში გადადის, სადაც მას არასასურველი სტუმარი ეწვევა: მომხიბვლელი ქერა ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბინა მას ეკუთვნის და სწრაფადვე ქრება. რადგან მოულოდნელი სტუმარი თავის სურვილისამებრ ჩნდება და ქრება ახალ მეპატრონეს ჰგონია, რომ იგი მოჩვენებაა, თუმცა ქალი დარწმუნებულია, რომ ცოცხალია... 

5. ერთხელ ვეგასში, 2008 წელი

2000-იანების 7 საუკეთესო ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ნახო

ეს ისტორია, ცოდვის ქალაქში, ორი ადამიანის თავს დატრიალდა. დაუვიწყარი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი კი მეორის 25 ცენტიანით დიდ ჯეკპოტს მოხსნის. ჯეკპოტის დასაკუთრებისათვის ბრძოლის პროცესში კი წარმოუდგენელი კომედია იქმნება.

6. კეიტი და ლეოპოლდი, 2001 წელი

2000-იანების 7 საუკეთესო ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ნახო

დროში გადაადგილების პორტალი, მე-19 საუკუნიდან არისტოკრატი ლეოპოლდი, სკეპტიკოსი კეიტი და გიჟური 21-ე საუკუნე... რაც უფრო მეტ დროს ატარებს ქეითი ლეოპოლდთან, მით უფრო მეტად გრძნობს, რომ შეყვარებულია, მაგრამ თუ ლეოპოლდი თავის ეპოქაში არ დაბრუნდება,შესაძლოა ისტორიის მსვლელობა შეიცვალოს. 

7. პატარძლის მეგობარი, 2008 წელი

2000-იანების 7 საუკეთესო ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ნახო

ფილმი მეგობრებზე, რომლებსაც 10 წელია, რაც პლატონური სიყვარული აკავშირებთ. რა მოხდება მაშინ, როდესაც ქალი გათხოვებას მოულოდნელად გადაწყვეტს და მამაკაცს მეჯვარეობას სთხოვს?



<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>