1. დამოუკიდებლობის ფასი
ძლიერი დედა აუცილებლად ასწავლის საკუთარ შვილს, რომ სულაც არაა საჭირო ცხოვრებაში მამაკაცი ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც იზრუნებს. სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრება შესაძლებელია ვინმესთან გაზიარების გარეშე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააჩინოს ბავშვები, მოამზადოს საყვარელი კერძები, გაერთოს, აკეთოს ის საქმე, რაც უყვარს, იყოს წარმატებული და ფინანსურად ძლიერი. ძლიერმა დედამ იცის, როგორ აღზარდოს სუპერგმირი.
2. სიყვარულის ფასი
ნებისმიერი შვილი ხედავს, თუ როგორ სწირავს დედა დროს, ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობას შვილების აღზრდას. ძლიერი ქალის შვილი არასოდეს დააყენებს დედის უპირობო სიყვარულს და თავგანწირვას ეჭვქვეშ. ძლიერი ქალი იღიმის მაშინაც, როცა ძალიან დაღლილია, სტკივა და თავს ცუდად გრძნობს. ძლიერი დედა აუცილებლად დაანახებს შვილს უპირობო სიყვარულის ფასს.
3. საკუთარი თავის სიყვარული
დიახ, ძლიერმა დედამ შესანიშნავად იცის, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის სიყვარულია, ამიტომ ის, აუცილებლად ასწავლის შვილებს საკუთარი თავის პატივისცემას. ცუდი ნიშნები, გულისტკენა, შეცდომები - ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც არ უნდა გრძნობდე დღეს თავს, შენ საუკეთესოს იმსახურებ.
4. შესაძლებელია იყო სუსტი და ძლიერი ერთდროულად
შესაძლებელია გქონდეს მგრძნობიარე გული და იყო ყველაზე ძლიერი ადამიანი ცხოვრებაში. ძლიერი დედა ამ სიბრძნეს აუცილებლად გაუზიარებს ბავშვებს. ბუნებრივია იტირო, როდესაც გტკივა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ. ეს ნიშნავს, რომ გული გაქვს და სიყვარული შეგიძლია. სიყვარული ყველაზე ძლიერი იარაღია სამყაროში.
5. არ არის ადვილი, იყო ქალი
ძლიერი დედა აუცილებლად ასწავლის შვილს, რომ ზოგჯერ, მის აზრს არ მოისმენენ. მაგრამ ასევე ასწავლის, თუ როგორ უნდა აიმაღლოს ხმა და ყველას გააგებინოს საკუთარი აზრები. ძლიერი დედა შვილს ასწავლის, რომ რაც არ კლავს, კიდევ უფრო აძლიერებს.
თემები: მშობლები, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბედნიერი ბავშვი, მშობელი
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია