მოდას თავისი ხასიათი აქვს, ამიტომ ტენდენციები ხშირად იცვლება. სილამაზის ინდუსტრიის გავლენიანი ადამიანები ცდილობენ, რომ სულ ახალი იდეები შემოგვთავაზონ. მაგრამ ჩვენს სამყაროში მოდა ბრუნავს და მრავალი ტენდენცია თუ სტილი ხშირად მეორედ ან მესამედ ბრუნდება.

1. ფუმფულა ჩოლკა

ეს ვარცხნილობა მართლაც პოპულარული იყო პანკის ეპოქაში. ცოტა ხნის წინ კი, ითვლებოდა, რომ ადამიანები, ვინც ამ ვარცხნილობას ატარებდნენ, მოდას ჩამორჩნენ. მაგრამ დღეს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს 80-იანი წლების კულტურა და ეს ორიგინალური ჩოლკაც ყოველდღიურობას დაუბრუნდა.

2. ცხენის კუდი

90-იანი წლებში, ძალიან ბევრი ქალი ატარებდა ცხენის კუდს. ცხადია, ეს სტილი პოპულარული იყო ბარბის თოჯინების გამო და ძალიან ბავშვურად ითვლებოდა. მაგრამ დღეს, ბევრი ცნობილი ადამიანს ირჩევს თმის ამ ვარცხნილობას.

3. დატეხილი თმები

2000-იანი წლების დასაწყისში, ცნობილ ადამიანებში, დატეხილი თმა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ ბევრი ადამიანი საკმაოდ კრიტიკულად უყურებდა ამ სტილს. თუმცა დღეს, დატეხილი თმები, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტრენდია.

4. დიდი თმისსამაგრები, ე.წ. „სკრუნჩი“

როგორც ქერი ბრედშოუმ ერთხელ თქვა: ”არც ერთი ელეგანტური ქალი არ ატარებს სკრუნჩს.” მაგრამ დღეს არსებული ტენდენციები აჩვენებს, რომ ეს სადავო საკითხია. ამ სასარგებლო აქსესუარს ხშირად იყენებენ ჰეილი ბოლდუინი, ბელა ჰადიდი და მრავალი სხვა სტილის აიკონი.

5. მოკლე ჩოლკები

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მოკლე ჩოლკები მხოლოდ 90-იანი წლების კომიკურ პერსონაჟებთან ასოცირდებოდა. მაგრამ ტენდენციები იცვლება და ძველი სკოლის ამ პოპულარულ ვარცხნილობას მრავალი ცნობილი ადამიანი ირჩევს. და უნდა ვაღიაროთ - ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან.