LIFE

რა არის და რას ნიშნავს ანგელოზის რიცხვები?

რა არის და რას ნიშნავს ანგელოზის რიცხვები?

სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყოველთვის ხედავთ ერთი და იგივე, განმეორებულ რიცხვებს? ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რას ფიქრობთ, აკეთებთ ან გეგმავთ ამ დროს - ციფრები ცდილობენ გზა დაგანახონ.

თქვენი ტვინი იმაზე უფრო მეტს აღიქვამს, ვიდრე თქვენ ხედავთ. იგი ასრულებს მნიშვნელოვან ფილტრაციის პროცესს, რათა შეძლოთ თქვენი ყურადღების კონცენტრირება. ძირითადად, ტვინი ეძებს იმას, რისი დანახვაც სურს, საკუთარი თავის დასადასტურებლად.

რატომ, რატომ ეძებს ის გამეორებად ციფრებს? პირველი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ თვითონ გაქვთ ასეთი რიცხვების დანახვის სურვილი, რადგან მათ თქვენთვის რაღაც მნიშვნელობა აქვთ. ამასთან, სხვა ადამიანები ამას "ანგელოზის რიცხვებს" უწოდებენ, რადგან მიჩნეულია, რომ დახვეწილი, არაფიზიკური ენერგიები ანგელოზებისგან გამოგზავნილი სიგნალია.

111 - თქვენ სწორ გზაზე ხართ

111 – ის დანახვისას ჩათვალეთ, რომ საკუთარ თავს უნდა უთხრათ, რომ თუკი არჩეულ გზაზე გააგრძელებთ სიარულს, საკმაოდ მალე მიიღებთ სარგებელს.

222 - თქვენ უნდა აირჩიოთ გონივრულად

რიცხვი 2, ორბუნებიანობის სიმბოლოა (დღე და ღამე, სიკეთე და ბოროტება და ა.შ.). როდესაც განუწყვეტლივ ხედავთ რიცხვის 2-ს, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რაც გსურთ, ვიდრე იმას, რაც არ გსურთ.

333 - ყველაფერი კარგად იქნება

333-ის განმეორებით ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ რთული პერიოდის დატოვების და რეალური პოტენციალის რეალიზების გზაზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გადალახავთ დაბრკოლებებს და აირჩევთ საუკეთესოს გზას.

444 - თქვენ დაცული ხართ

მაშინაც კი, თუ ცხოვრების ამ ეტაპზე თავს დაკარგულად, გაურკვევლად ან მოწყენილად გრძნობთ, იცოდეთ, რომ 444 ნიშნავს, რომ დაცული ხართ და ანგელოზები გმფარველობენ. თუ 4-ების დანახვისას ცხოვრების გარკვეულ გზას ან პარტნიორს განიხილავთ, მიიღეთ ეს იმის ნიშნად, რომ გადაწყვეტილება სწორია.

555 - ყველაფერი შეიცვლება

თუ თავს ძალაგამოცლილად გრძნობთ, არ ინერვიულოთ: 5-ების დანახვა ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება ტრანსფორმაციის პერიოდს გადის. ახლა ყველაფერი მოძრაობს, მაშინაც კი, თუ შედეგებს ჯერ ვერ ხედავთ.

666 - ფრთხილად იყავით

ფოლკლორი და გარკვეული რელიგიები თვლის, რომ 6-იანი ბოროტების სიმბოლოა. სინამდვილეში, ეს არის კომუნიკაციის გზა, რომ არ ხართ სწორ გზაზე და ამ ციფრების დანახვისას უნდა დააკვირდეთ თქვენს აზრებს, იდეებსა თუ გეგმებს და ხელახლა გადახედოთ მათ.

777 - თქვენ უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე ფიქრობთ

7-ების დანახვა საკუთარი თავისთვის იმის შეხსენების საშუალებაა, რომ თქვენ უფრო მეტი შინაგანი ძალა გაქვთ, ვიდრე გგონიათ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გათავისუფლდეთ შიშებისგან და იმედიანად დაელოდოთ მომავალს.

888 - ღმერთი თქვენთანაა

რიცხვი 8 შემოტრიალებული უსასრულობის ნიშანი, რომელიც ასევე შეიძლება წარმოადგენდეს თქვენს მარადიულ კავშირს ყველაფერთან, პირველ რიგში კი, ღმერთთან. 8-იანების დანახვა ნიშნავს, რომ თქვენ გახსენებენ თქვენს ნამდვილ ბუნებას. ყურადღება მიაქციეთ იმას, რასაც ისმენთ, ხედავთ და ოცნებობთ უახლოეს საათებსა და დღეებში.

999 - თქვენ თავიდან იწყებთ

9-იანი დასრულების სიმბოლოა. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ერთი ნაწილი დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მთავრდება, ის უბრალოდ გარდაიქმნება. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი იცვლება, არ ნიშნავს, რომ კარგავთ ყველაფერს, რაც გაინტერესებთ. უფრო ზუსტად, ზოგი რამ ტოვებს თქვენს ცხოვრებას, რათა უკეთეს მოვლენებს დაუთმოს ადგილი.



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>