დადგა ახალი წელი და ბუნებრივია, დღესასწაული ბარაქიან, სავსე სუფრასთან აღვნიშნეთ. თითქმის ყველა ქვეყანაში ზეიმობენ ახალ წელს, თუმცა, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ქართულ საახალწლო სუფრას ის განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რაც სხვა ქვეყნების ტრადიციულ სუფრებს უდავოდ აკლია.
მიუხედავად ამისა, ჩვენ შევადგინეთ ისეთი საკვები პროდუქტის ჩამონათვალი, რომელსაც კვებისა და ჯანმრთელობის ექსპერტები არასოდეს უწევენ რეკომენდაციას და სასურველია, სადღესასწაულო სუფრაც მათ გარეშე გაშალოთ.
ჩიფსები
ცხიმები და მარილი, გემოს გამაძლიერებლები. აი, რას შეიცავს თითქმის ყველასთვის საყვარელი წასახემსებელი. ჩიფსები ერთ-ერთ ყველაზე არასასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა. გადამალეთ ისინი!
ფუნთუშები და მაფინები
ერთადერთი, რაც მათ შეგვიძლია ვუწოდოთ, არის: „შაქრის ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცხიმიანი შაქრის ბომბები“.
ტკბილი და მშრალი საუზმე რძით
ისინი შაქრისა და გლუტეინის არარეალურად დიდ რაოდენობას შეიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი საუზმეები საკვების მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებლად ითვლება.
თეთრი შოკოლადი
თეთრი შოკოლადი შოკოლადი არ არის. მასში კაკაოს შემცველობა, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 35%-ია. ერთი ფილა თეთრი შოკოლადი 24 კოვზ შაქარს შეიცავს.
შემწვარი კარტოფილი
უმცირესი ულუფაც კი ძალიან დიდი რაოდენობით კალორიას შეიცავს.
დიეტური გაზიანი სასმელები
ინსულინის „ტკბილი სატყუარები“. მათი რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, თავისუფლად შეგიძლიათ, დიაბეტს მიესალმოთ.
თეთრი პური
თეთრი პური მთლიანად კალორიებია. ყოველგვარი სარგებლის გარეშე, ის მხოლოდ ნახშირწყლების გროვაა.
მარილიანი ბრეცელები
10 ცალი ბრეცელი 300 კალორიას შეიცავს.
თევზის „ჩხირები“
მსგავსი მზა ჩხირები გაურკვეველი და დაუზუსტებელი ნივთიერებებით არის სავსე. ისიც კი გაურკვეველია, შეიცავს თუ არა თევზის ცხიმს.
ძეხვი
ორი საშუალო ზომის ნაჭერი ძეხვი სადღეღამისო კვებისთვის საჭირო ნატრიუმის რაოდენობას შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ ერთი ლუკმაც კი არღვევს საჭირო საკვები ნივთიერებების ბალანსს ორგანიზმში.
რძე
ამბობენ, რომ რძე კანისთვის საკმაოდ მავნეა. იწვევს გამონაყარს და, ამასთანავე, დიდი რაოდენობით ქოლესტერინსაც შეიცავს.
შეფუთული „ნატურალური წვენები“
დამეთანხმებით, რომ ამ ტიპის წვენში არაფერია ნატურალური. ის სავსეა კონსერვანტებითა და არომატიზატორებით.
მზა სოუსები
საღებავები და გემოს გამაძლიერებლები, ხშირად სხვა დანამატებიც, მათ მადისაღმძვრელ ვიზუალს აძლევს, თუმცა დავუჯეროთ ექსპერტებს და მოვერიდოთ მათ გამოყენებას.
ნაღების ნაყინი
ჭიქის, ვაფლის, შოკოლადისა და ხილის დამატებით... მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმით მიირთმევთ მას. უბრალოდ, ამოიღეთ ის თქვენი კვების რაციონიდან!
თემები: სწორი კვება, პროდუქტები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, საკვები, კალორიები, კვება
<a href="http://bit.ly/2i45CL4">http://bit.ly</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია