იმეგობრეთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან. ნუ გექნება ურთიერთობა მხოლოდ შენი მსოფლმხედველობის ადამიანებთან.

ბევრი იკითხეთ. იცით, რამდენი ადამიანი კითხულობს სისტემატიურად? რა თქმა უნდა, სტატიის რამდენიმე სტრიქონს არ ვგულისხმობთ - მხოლოდ რამდენიმე. იცით რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? კვირაში თუნდაც რამდენიმე გვერდმა, შეიძლება შეცვალოს თქვენი შეხედულებები ცხოვრებაზე.

ეჭვქვეშ დააყენეთ საკუთარი თავი და ნურასოდეს იქნებით დარწმუნებული, რომ მართალი ხართ.

ისურვეთ გააკეთოთ ის, რასაც სხვები არ აკეთებენ. შედეგად კი, იცხოვრებთ ისე, როგორც სხვა ხალხს არ შეუძლია.

გაარკვიეთ, როგორ უნდა მოამზადოთ ის კერძი, რომელიც მოგწონთ.

ყოველთვიურად გადაიტანეთ ცოტა ფული ანაბარზე და არ ინერვიულოთ, თუ ზოგიერთ თვეს ჩააგდებთ.

აღიარეთ, როდესაც ცდებით. შეცდომების დაშვება პრობლემა არ არის, ზედმეტი სიამაყე კი ნამდვილად გავნებთ.

ფული მხოლოდ იმ ნივთებში დააბანდეთ, რომელთა გახსენებასაც შეძლებთ 3 თვის შემდეგ. თუ არ გახსოვს რაში გადაიხადე ფული, მაშინ არც ღირდა მისი შეძენა.

ეძიეთ საკუთარი თავი. ჩამოწერე, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ; რას აფასებთ და რას არა; რაში ხართ გამოცდილი და რაში არ ხართ. დაიწყეთ თანმიმდევრულად ჩამოყალიბება, თუ ვინ ხართ სინამდვილეში, მაგრამ მუდამ მზად იყავით ცვლილებებისთვის.

თუ ამ ეტაპზე სხვა გეგმა არ გაქვთ, სულ მცირე, შეასრულეთ ყოველდღიური რუტინა - სისტემატიურად აკეთეთ ისეთი რამეები, რომლებიც, დროთა განმავლობაში, დასახულ მიზნამდე მიგიყვანთ.

დაგეგმე პაემანი, დაგეგმე სამსახური, დაგეგმე ცხოვრება. ნუ დაუშვებთ იცხოვროთ იმ შემთხვევითობის მიხედვით, რომლებიც იმ დროისთვის უბრალოდ ლამაზი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ უაზროა.

ისე მოექეცით საკუთარ თავს, როგორც გსურთ, რომ გარშემომყოფები გექცეოდნენ.

დაივიწყე ეს ყველაფერი და თავიდან დაიწყეთ იმდენჯერ, რამდენიც გჭირდებათ. არ არის სირცხვილი, რომ რაღაც არ გამოგივიდა, არსებობს ცხოვრების უამრავი სცენარი, რომლის წარმოდგენა შეგიძლიათ, მაგრამ მის მისაღწევად, გამბედაობა უბრალოდ არ გყოფნით.