არა მხოლოდ ნაოჭები, ჭაღარა თმა, ხელები და კისერი აჩვენებს ადამიანის ნამდვილ ასაკს. არსებობს დაბერების მრავალი სხვა ნიშანი, რომლებიც ერთი შეხედვით არ შეიმჩნევა. სწორედ ეს ბუნდოვანი ნიშნები ამხელენ პლანეტის ულამაზესი წარმომადგენლების რეალურ ასაკს.
ტუჩები კარგავს მოცულობას და ტენიანობას
სამწუხაროდ, თქვენი ტუჩების ფორმა წლების განმავლობაში იცვლება. ის კარგავს მოცულობას, ხდება უფრო მშრალი და ე.წ. ჩანთის ნაოჭებით იფარება. ტუჩები, რომლებიც წვნიანი, ფუმფულა და სენსუალური იყო, ვიზუალურად პატარა და თხელი ხდება.
იცვლება ჭიპის ფორმაც და ზომაც
სხეულის ამ ნაწილს შეუძლია ასაკთან ერთად შეიცვალოს ვიზუალი. მიზეზი კი დამატებითი წონა, პირსინგი ან ორსულობაა.
თვალების ქვეშ ჩნდება მუქი წრეები
30 წლის შემდეგ კოლაგენის წარმოქმნის ხარისხი მცირდება, შედეგად კი კანქვეშა ცხიმოვანი ფენა თხელდება. თვალების ირგვლივ კანი კარგავს სიმკვრივეს, ხდება უფრო გამჭვირვალე და სისხლძარღვები ხდება ხილული, რაც თვალის ქვეშ მუქი წრეების წარმოქმნას იწვევს.
ყურის ბიბილო იწელება და ზომაში იზრდება
ყურის ბიბილო ასაკის შესანიშნავი ინდიკატორია.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქალები მათზე გაცილებით ნაკლებად ზრუნავენ, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებიზე. სამწუხაროდ, ყურის ძარღვები კარგავს ცხიმოვან ფენას და ელასტიურობას. შედეგად, ბიბილო იწელება და ზომაში იზრდება. დიდი და მძიმე საყურეების სიყვარული, კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას.
სახის ფერი ხუნდება და კანი კარგავს ელვარებას
შეუძლებელია ვერ შეამჩნიო, რომ სახე კარგავს ჯანმრთელ ელფერს და ასაკის მატებასთან ერთად კანი უფრო დუნდება. ძირითადი მიზეზი კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის შემცირებაა. ასევე, არასაკმარისი ან არასათანადო მოვლა, ძილის ნაკლებობა, დაღლილობა, არაჯანსაღი დიეტა და მავნე ჩვევები ხელს უწყობს ამ პროცესს.
თემები: თავის მოვლა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია