ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, რატომ გტკენენ ადამიანები გულს. ასტროლოგები ამბობენ, რომ მიზეზი ადამიანის ზოდიაქოს ნიშანში უნდა ეძიოთ...

ვერძი - თქვენს კითხვაზე პასუხი თავადაც იცით. უკიდურესად დამოუკიდებელი ხართ. გახასიათებთ იმპულსურობა. მართალია თავიდან საყვარელი და ნაზი ხართ, მაგრამ სხვა ადამიანის თამაში მალევე გბეზრდებათ და პარტნიორთან ნამდვილ სახეს აჩენთ. ეს თვისებები თქვენს რჩეულს აშინებს და წასვლას ამჯობინებს.

კურო - ჯიუტი ხართ და წყენას დიდხანს იხვევთ გულში. იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ბუნებრივია, რომ თქვენი პარტნიორიც შეცდომებს უშვებს და გულს გტკენთ, მაგრამ ამაზე რამდენიმე თვის შემდეგ აფეთქება არ ღირს. თქვენს პარტნიორს ბოდიშების მოხდა ყელში ამოუვა და აუცილებლად მიგატოვებთ.

ტყუპების მთავარი პრობლემა თავისუფლების სიყვარულია. მათ პასუხისმგებლობისა და მოვალეობების აღება არ სურთ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სხვა ქალების/კაცების მიმართ ინტერესს მაშინაც კი ამჟღავნებს, როცა ოფიციალურად ურთიერთობაშია. როგორ გგონიათ რომელი პარტნიორი შეეგუება ასეთ საქციელს?

კირჩხიბებს შეუძლიათ, საკუთარ თავს დაეყრდნონ და იმედი არასდროს გაუცრუონ, მაგრამ როგორც კი ვინმე უყვარდებათ, სხვა ადამიანად გარდაისახებიან. პარტნიორს ეწებებიან და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ. თავისი გრძნობებით შეყვარებულს/მეუღლეს „ახრჩობენ“ და გაქცევის სურვილს უჩენენ.

ლომი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორია, მაგრამ იშვიათად აქვს ბედნიერი რომანი. საქმე იმაშია რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, მამაკაცები ქალებისკენ მიისწრაფვიან, ქალები კი კაცებს თავს აწონებენ. ამასთან ერთად, ლომი არასოდეს დგამს პირველ ნაბიჯს, მაშინაც კი როცა თავად არის დამნაშავე.

ქალწული ის ადამიანია, რომელიც მთელ ცხოვრებას ლოგიკურ მსჯელობაზე აგებს. ის პარტნიორის ყველა ქცევას მათემატიკური ამოცანასავით აანალიზებს. ქალწულები სიყვარულს მოჭარბებულ ჰორმონებს აბრალებენ, რაც რთულად აღსაქმელია სხვა ზოდიაქოს ნიშნისთვის. ამასთან ერთად ქალწული ურთიერთობებში მალე ნებდება, პატარა პრობლემამაც კი შეიძლება, დაშორების სურვილი გაუჩინოს.

სასწორი მუდამ პრობლემებს ეძებს, რადგან სჯერა რომ მათი გადაწყვეტით იდეალურ ურთერთობას შექმნის. პარტნორს სულაც არ სურს შეცვალონ, რადგან სწორედ ასეთი მოსწონს. ამიტომ ისეთ ადამიანთან მიდის, რომელიც პლუსებითა და მინუსებით მიიღებს.

მორიელი ერთგული და ამავე დროს ძალიან ვნებიანია, მაგრამ კირჩხიბების მსგავსად სიყვარული მათ ეჭვიანსა და პარტნიორზე დამოკიდებულს ხდის. თქვენს მეორე ნახევარს ეჭვიანობის სცენები მალევე მობეზრდება და მიგატოვებთ.

მშვილდოსანი ყველაზე უდარდელი ნიშანია და ამას ვერავინ წაართმევს. ვერასდროს ხედავენ ნაკლს საკუთარ თავში, სამაგიეროდ მაღალ მოთხოვნებს უწესებენ პარტნიორებს. ხშირად ეძებენ იდეალურ ქალს/კაცს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ პოულობენ.

თხის რქა ძალიან რთულად ენდობა ადამიანს. მასზე შეყვარებულ ადამიანს უდიდესი მოთმინების გამოჩენა მართებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ უხილავი ბარიერის გადასალახად ბრძოლაც მოუწევს, რამაც შეიძლება ძალიან დაღალოს. ცხოვრება ისედაც მრავალი პრობლემით ტვირთავს ხალხს.

მერწყული პირდაპირი ადამიანია და თავისი შეხედულების დაფიქსირების არასოდეს ეშინია. შეიძლება, მისი გულახდილობა თავიდან მიმზიდველადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ნერვები აგეშლებათ და გვერწმუნეთ მოგბეზრდებათ.

თევზები - ყველაზე ემოციური ნიშანია. მათ ძალიან უჭირთ ახალი ურთიერთობების დაწყება და დიდხანს მისტირიან ძველ პარტნიორს. ხანდახან ახალ შეყვარებულს ძველი რომანის შესახებ ისტორიებს ცრემლებით ან ნოსტალგიური ღიმილით უყვებიან, რაც ქალს/კაცს ძალიან არ მოსწონს.