ჰოროსკოპი

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, რატომ გტკენენ ადამიანები გულს. ასტროლოგები ამბობენ, რომ მიზეზი ადამიანის ზოდიაქოს ნიშანში უნდა ეძიოთ...

ვერძი - თქვენს კითხვაზე პასუხი თავადაც იცით. უკიდურესად დამოუკიდებელი ხართ. გახასიათებთ იმპულსურობა. მართალია თავიდან საყვარელი და ნაზი ხართ, მაგრამ სხვა ადამიანის თამაში მალევე გბეზრდებათ და პარტნიორთან ნამდვილ სახეს აჩენთ. ეს თვისებები თქვენს რჩეულს აშინებს და წასვლას ამჯობინებს.

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

კურო - ჯიუტი ხართ და წყენას დიდხანს იხვევთ გულში. იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ბუნებრივია, რომ თქვენი პარტნიორიც შეცდომებს უშვებს და გულს გტკენთ, მაგრამ ამაზე რამდენიმე თვის შემდეგ აფეთქება არ ღირს. თქვენს პარტნიორს ბოდიშების მოხდა ყელში ამოუვა და აუცილებლად მიგატოვებთ.

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

ტყუპების მთავარი პრობლემა თავისუფლების სიყვარულია. მათ პასუხისმგებლობისა და მოვალეობების აღება არ სურთ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სხვა ქალების/კაცების მიმართ ინტერესს მაშინაც კი ამჟღავნებს, როცა ოფიციალურად ურთიერთობაშია. როგორ გგონიათ რომელი პარტნიორი შეეგუება ასეთ საქციელს?

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

კირჩხიბებს შეუძლიათ, საკუთარ თავს დაეყრდნონ და იმედი არასდროს გაუცრუონ, მაგრამ როგორც კი ვინმე უყვარდებათ, სხვა ადამიანად გარდაისახებიან. პარტნიორს ეწებებიან და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ. თავისი გრძნობებით შეყვარებულს/მეუღლეს „ახრჩობენ“ და გაქცევის სურვილს უჩენენ.

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

ლომი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორია, მაგრამ იშვიათად აქვს ბედნიერი რომანი. საქმე იმაშია რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, მამაკაცები ქალებისკენ მიისწრაფვიან, ქალები კი კაცებს თავს აწონებენ. ამასთან ერთად, ლომი არასოდეს დგამს პირველ ნაბიჯს, მაშინაც კი როცა თავად არის დამნაშავე.

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

ქალწული ის ადამიანია, რომელიც მთელ ცხოვრებას ლოგიკურ მსჯელობაზე აგებს. ის პარტნიორის ყველა ქცევას მათემატიკური ამოცანასავით აანალიზებს. ქალწულები სიყვარულს მოჭარბებულ ჰორმონებს აბრალებენ, რაც რთულად აღსაქმელია სხვა ზოდიაქოს ნიშნისთვის. ამასთან ერთად ქალწული ურთიერთობებში მალე ნებდება, პატარა პრობლემამაც კი შეიძლება, დაშორების სურვილი გაუჩინოს.

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

სასწორი მუდამ პრობლემებს ეძებს, რადგან სჯერა რომ მათი გადაწყვეტით იდეალურ ურთერთობას შექმნის. პარტნორს სულაც არ სურს შეცვალონ, რადგან სწორედ ასეთი მოსწონს. ამიტომ ისეთ ადამიანთან მიდის, რომელიც პლუსებითა და მინუსებით მიიღებს.

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

მორიელი ერთგული და ამავე დროს ძალიან ვნებიანია, მაგრამ კირჩხიბების მსგავსად სიყვარული მათ ეჭვიანსა და პარტნიორზე დამოკიდებულს ხდის. თქვენს მეორე ნახევარს ეჭვიანობის სცენები მალევე მობეზრდება და მიგატოვებთ.

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

მშვილდოსანი ყველაზე უდარდელი ნიშანია და ამას ვერავინ წაართმევს. ვერასდროს ხედავენ ნაკლს საკუთარ თავში, სამაგიეროდ მაღალ მოთხოვნებს უწესებენ პარტნიორებს. ხშირად ეძებენ იდეალურ ქალს/კაცს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ პოულობენ.

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

თხის რქა ძალიან რთულად ენდობა ადამიანს. მასზე შეყვარებულ ადამიანს უდიდესი მოთმინების გამოჩენა მართებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ უხილავი ბარიერის გადასალახად ბრძოლაც მოუწევს, რამაც შეიძლება ძალიან დაღალოს. ცხოვრება ისედაც მრავალი პრობლემით ტვირთავს ხალხს.

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

მერწყული პირდაპირი ადამიანია და თავისი შეხედულების დაფიქსირების არასოდეს ეშინია. შეიძლება, მისი გულახდილობა თავიდან მიმზიდველადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ნერვები აგეშლებათ და გვერწმუნეთ მოგბეზრდებათ.

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია

თევზები - ყველაზე ემოციური ნიშანია. მათ ძალიან უჭირთ ახალი ურთიერთობების დაწყება და დიდხანს მისტირიან ძველ პარტნიორს. ხანდახან ახალ შეყვარებულს ძველი რომანის შესახებ ისტორიებს ცრემლებით ან ნოსტალგიური ღიმილით უყვებიან, რაც ქალს/კაცს ძალიან არ მოსწონს.

რატომ გვტკენენ ადამიანები გულს - მიზეზი მის ზოდიაქოს ნიშანშია