წითელი ტუჩსაცხის განსაკუთრებული ისტორია - როგორ გადაიქცა სილამაზის პროდუქტი ქალურობის მთავარი სიმბოლოდ?
- 10.10.2020
ამბობენ, რომ ყველა ქალისთვის არსებობს მისთვის შესაბამისი ტონალობის წითელი ფერი. ეს სიმართლეა წითელი მრავალფეროვანია და მისი სპექტრი მკვეთრი ჟოლოსფერიდან, ყველაზე კაშკაშა ალუბლისფერ ტონალობამდე იშლება. თუმცა, თუ წითელი ტუჩსაცხის ისტორიას გათვალისწინებით, ციტატა სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს. წითელი ტუჩსაცხი ქალის მაკიაჟის ჩანთაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია. დღეს, მეწამული ტუჩები სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლოა მსოფლიოში.
ოდესმე გიფიქრიათ, საიდან წარმოიშვა ეს მშვენიერი სილამაზის პროდუქტი?
წითელი პომადის ისტორია ფერადი და მშფოთვარეა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა. მრავალი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ წითელი ტუჩსაცხის გამომგონებლები, ძველ შუმერებში უნდა ვეძებოთ. ისინი წითელ ქანებს უბრალოდ ფშვნიდნენ, აქცევდნენ წითელ ფხვნილად და შემდეგ, ტუჩებს იფერავდნენ. თუ სხვა ისტორიკოსებს დავუჯერებთ, წითელი ტუჩსაცხის ფესვები ძველი ეგვიპტის ელიტებში იმალება. ცნობილია, რომ კლეოპატრა ატარებდა ტუჩების საღებავს, რომელიც მწერებისა და წითელი ცვილის ნაზავი იყო.
მიუხედავად მისი ნამდვილი წარმოშობისა, წითელი ტუჩსაცხის ტარების კონცეფცია ყოველთვის სოციალური მნიშვნელობის იყო. ადგილმდებარეობიდან და საუკუნიდან გამომდინარე, წითელი ტუჩები იყო ვიზუალური განცხადება - მაცდუნებელი სასიყვარულო სიგნალი, სოციალური სტატუსის დეკლარაცია, სიმდიდრის ჩვენება ან ნდობის გამოცხადება.
ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უბრალო სილამაზის პროდუქტი მრავალი სოციალური თუ პოლიტიკური თემის ნაწილია. 1912 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალებმა თანაბარი უფლებებისთვის მსვლელობა დაიწყეს, მეტი ცნობადობისა და ყურადღებისთვის წითელი ტუჩსაცხის გამოყენება დაიწყეს. ამ დროს უკავშირდება წითელი ტუჩებს, როგორც ფემინისტური სიმბოლოს ჩამოყალიბება. უკვე ას წელზე მეტია, წითელი ტუჩსაცხი ემანსიპირებული ქალის ნიშანია.
მას შემდეგ, რაც წითელი პომადა გახდა ამერიკული ხმის უფლების მოძრაობის სიმბოლო, მან პოპულარობა საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა.
წითელი ტუჩების ტარებით, ქალებს ეძლევათ შესაძლებლობა, სიმბოლურად იგივე მოძრაობაში ჩაებან. ეს არის ელეგანტური, დახვეწილი და ლამაზი დეტალი, რომელიც ყველა ქალს უხდება. ასევე, მეოცე საუკუნეში, ქალები იყენებდნენ წითელ ტუჩსაცხს, როგორც ნორმალური მდგომარეობის დაბრუნების გზას - ქარხნებში, ქალის სამუშაო უნიფორმა ძალიან მამაკაცური იყო, ამასთან, მათ არ შეეძლოთ ვარცხნილობის გაკეთება, რადგან სპეციალური ქუდი, ამის საშუალებას არ იძლეოდა. წითელი ტუჩსაცხი კი ფემინურობის გამოვლენის ერთადერთი გზა გახდა.
რა თქმა უნდა, ნივთი, რომელიც ასეთ სოციალურ დატვირთვებს ატარებს, აუცილებლად გახდებოდა თვითგამოხატვის განუყოფელი ნაწილი. გასული საუკუნის ყველაზე ცნობილი ვარსკვლავის, მერლინ მონროს სახასიათო ფუმფულა, წითელი ტუჩები დღემდე აღაფრთოვანებს მაყურებელს.
ამავე ეპოქიდან დღემდე, წითელი ტუჩსაცხი ბრენდინგის კლასიკურ სიმბოლოდ გადაიქცა, ხოლო წითელი ტუჩსაცხი დამოუკიდებელ ინდუსტრიად. მრავალი ბრენდი ირჩევს წითელ ტუჩებს როგორც ლოგოს, რომელიც ფემინურობისა და ქალურობის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა.
სულ ახლახანს, ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი პროდუქტი, ენერგეტიკული სასმელი გამოჩნდა, რომლის ფერიც ვარდისფერია, ხოლო სიმბოლო წითელი ტუჩები. „ვარდისფერი ბუღა“, როგორც მისი სიმბოლო მიუთითებს, სპეციალურად ქალებისთვისაა განკუთვნილი. პროდუქტი უნიკალურია თავისი გემოების კომბინაციით - ლოტოსისა და გვირილის განსაკუთრებული მიქსი ძალიან მსუბუქი, ქალური და რაც მთავარია, განსხვავებული გემოა ქართულ ბაზარზე.
ასევე, ახალი პროდუტი გვირილის, ცაცხვის ყვავილის, მწვანე ჩაის ექსტრაქტების, ყურძნის, ფორთოხლისა და ლავანდას ბუნებრივ არომატიზატორებს აერთიანებს. ესაა იდეალური სასმელია მათთვის, ვინც ენერგეტიკულ სასმელს არასტანდარტული, განსხვავებული გემოთი ეძებს. ესაა სასმელი მათთვის, ვისაც არ ეშინია, საკუთარი თავი წითელი ტუჩსაცხით, ისტორიის ყველაზე ძლიერი ქალური სიმბოლოთი გამოხატოს.
თემები: ენერგია, ბუღა, წითელი ტუჩსაცხი, ენერგეტიკული სასმელი