სტილი

7 საქორწილო კაბა ფილმებიდან, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მოდის ისტორიაში

7 საქორწილო კაბა ფილმებიდან, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მოდის ისტორიაში

როდესაც რომანტიკულ ფილმს ან სერიალს ვუყურებთ, ჩვენ, როგორც მაყურებელი, ველოდებით მთავარი გმირების სიყვარულსა და ქორწინებას. თუმცა არსებობს ფილმები, სადაც საკურთხეველთან აღთქმული აღთქმა მხოლოდ ისტორიის დასაწყისია. ასეა თუ ისე, ქორწილის სცენების ეკრანზე ყურება ყოველთვის უფრო საინტერესოა, თუ კოსტიუმების დიზაინერებმა თავიანთი საქმეს თავი ღირსეულად გაართვეს.

„სექსი დიდ ქალაქში“, 2008 წელი

7 საქორწილო კაბა ფილმებიდან, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მოდის ისტორიაში

როდესაც მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადება, კერი სხვადასხვა დიზაინერების კაბებს მოიზომავს და საბოლოოდ კი უპირატესობას ვივიენ ვესტვუდის მიანიჭებს. ფილმში ბევრი დახვეწილი და ლამაზი საქორწილო კაბა გვხვდება, მაგრამ ვივიენის ეს მოდელი, ყველაზე განსაკუთრებულია.

„ადელაინის ასაკი“, 2015 წელი

7 საქორწილო კაბა ფილმებიდან, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მოდის ისტორიაში

ადალაინის კაბა 30-იანი წლების მოდის ტენდენციების შესანიშნავი ვიზუალიზაციაა: ატლასის კაბა მაქმანებით, წვრილი ხელთათმანებითა და დიდი საბურველით, რომელზეც ყველა დროის გოგო ოცნებობს.

„გაქცეული პატარძალი“, 1999 წელი

7 საქორწილო კაბა ფილმებიდან, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მოდის ისტორიაში

ჯულია რობერტსის პერსონაჟს, მთელი ფილმის განმავლობაში, სხვადასხვა თეთრ კაბებში გამოწყობილს ვხედავთ. მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ის კაბა იყო, რომელიც მან ბოლო ქორწილში ჩაიცვა.

„მხიარული სახე“, 1957 წელი

7 საქორწილო კაბა ფილმებიდან, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მოდის ისტორიაში

დიზაინერ ჰუბერტ დე ჟივანშის დახვეწილი საქორწილო კაბა ხაზს უსვამდა ოდრი ჰეპბერნის თხელ ფიგურას და შედეგად, მსახიობი კიდევ უფრო ჰაეროვნად გამოიყურებოდა. მოგვიანებით, ეს დიზაინი მრავალი პატარძლის ინსპირაცია გახდა.

„ჭორიკანა“, 2007-2012 წლები

7 საქორწილო კაბა ფილმებიდან, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მოდის ისტორიაში

ცისფერი კაბა, რომელიც მთავარმა პერსონაჟმა საკუთარ ქორწილში მოირგო, ელი სააბის კოლექციიდანააა. კოსტიუმების დიზაინერმა თქვა: ”უნდა იგრძნო, რომ ძველი სამყაროს გლამურული ხასიათი თანამედროვე მაღალ მოდას ერწყმის”.

„პრინცესას დღიურები 2: სამეფო ნიშნობა“, 2004 წელი

7 საქორწილო კაბა ფილმებიდან, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მოდის ისტორიაში

სამეფო საქორწილო კაბას, როგორც წესი, ზემოდან მაქმანები და გრძელი საბურავი ფარავს. პატარძალს კი საკურთხეველთან ბავშვები მიაცილებენ. ეს ზუსტად ისეთი კაბაა, როგორიც მიას პრინცესას დღიურების მეორე ნაწილში ეცვა.

„ქარწაღებულნი“, 1939 წელი

7 საქორწილო კაბა ფილმებიდან, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მოდის ისტორიაში

„ქარწაღებულნის“ კოსტიუმების დიზაინერმა სკარლეტისთვის მოძველებული კაბა აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირი საკმაოდ ტრენდული იყო. ეს გაკეთდა იმის საჩვენებლად, რომ დედამისის კაბა საჩქაროდ მოირგო. ამიტომაც, საკუთარ ქორწილში, სკარლეტი სულ სხვა ვიზუალით მოგვევლინა.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>