ზოგჯერ საკუთარმა აზრებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა, თვითშეფასება და საერთო კეთილდღეობა. ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ტიპის აზრების ამოცნობა, რომლებიც ჩვენთვის კარგი არ არის.
1. უკიდურესობაზე ფიქრი
უკიდურესობაზე ფიქრი „ან ყველაფერი ან არაფერი“ ტიპის აზროვნებაა. თქვენ ფიქრობთ, რომ სრულყოფილი უნდა იყოთ: ან წარმატებული ხართ სამსახურში, ან სრულიად დამარცხებული. სახლში, უნდა იყოთ საუკეთესო დედა ან ცოლი, და თუ იმ როლების უმნიშვნელო ასპექტიც კი არ არის თქვენი აზრების შესაბამისი, თავს დამნაშავედ გრძნობთ.
ნება მიეცით საკუთარ თავს იყოთ არასრულყოფილი, დაიწყეთ იმით, რომ აღარ გამოიყენოთ უკიდურესი ტერმინები. მაგალითად, არ იფიქროთ: ”მე საშინელი მოცეკვავე ვარ. ყველა მიყურებს და ფიქრობს, რომ ცუდად ვცეკვავ.” ამის ნაცვლად, იფიქრეთ: ”მე მიყვარს ცეკვა, ამით სიამოვნებას ვიღებ და მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს ეს ხალხი.”
2. ნეგატიური მოვლენების განზოგადება
ზოგჯერ რამდენიმე ნეგატიურმა შედეგმა შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ არასოდეს არაფერი გამოგივათ. მაგალითად, თუ ზედიზედ რამდენიმე გასაუბრების შემდეგ სამუშაოს შეთავაზება არ მიიღეთ, შეიძლება იფიქროთ: ”მე არასოდეს ამიყვანენ სამსახურში.”
ამის ნაცვლად, შეეცადეთ უფრო რეალისტურად დაინახოთ თქვენი თავი და თქვენი სამყარო. მიიღეთ, რომ დაბრკოლებები არ განსაზღვრავენ ვინ ხართ ან რა მოხდება ამის შემდეგ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცოდნა ღირებულია და მიუხედავად რამდენიმე უარყოფისა, თქვენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ.
3. დადებით შეფასების მიუღებლობა
თქვენ ფიქრობთ, რომ შექებას არ იმსახურებთ. როდესაც ვინმე გეუბნებათ : ”ძალიან კარგად გამოგივიდა!“ თქვენ პასუხობთ, რომ ყველას შეეძლო ამის გაკეთება ისევე კარგად. ან როდესაც უბრალოდ მადლობას გიხდიან, თქვენ ფიქრობთ: ”ის უბრალოდ ამბობს, რომ სასიამოვნოა, მაგრამ ამას ნამდვილად არ ნიშნავს.” ამის გაფიქრებისას თქვენ აძლიერებთ რწმენას, რომ შექებას არ იმსახურებთ.
ისწავლეთ მიიღოთ დადებითი გამოხმაურება და გააძლიეროთ თქვენი თვითშეფასება. ენდეთ მას, ვინც კომპლიმენტს გამოთქვამს; გწამდეთ, რომ ამას ნამდვილად გულისხმობს და შეეცადეთ, თავი კარგად იგრძნოთ.
თემები: ფსიქოლოგია, ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>