LIFE

ყველაზე სწრაფი და ძლიერი - სად და როგორ შევიძინოთ iPhone 12 პირველებმა

ყველაზე სწრაფი და ძლიერი - სად და როგორ შევიძინოთ iPhone 12 პირველებმა

საქართველოში iPhone 12 და iPhone 12 Pro-ს ოფიციალური გაყიდვები 30 ოქტომბრიდან დაიწყება. Apple-ის უახლესი მოდელები ისტორიაში პირველად, შეერთებულ შტატებში გაყიდვების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება.

Apple-ის 13 ოქტომბერს გამართულ ვირტუალურ პრეზენტაციაზე, კომპანიამ iPhone-ის ოთხი ახალი მოდელი ერთდროულად წარმოადგინა რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რა ხდის ახალ მოდელებს საინტერესოს და როგორ შეგიძლიათ დაისაკუთროთ ოფიციალური iPhone 12 და iPhone 12 Pro ყველაზე საუკეთესო პირობებით პირველებმა?

iPhone 12 ახალი თაობის მოდელია მსუბუქი, კიდევ უფრო თხელი, ალუმინის კორპუსით დაფარული ვიზუალით. მას გააჩნია 6,1 დიუმიანი OLED ეკრანი, კიდიდან კიდემდე დაფარული ახალი, Ceramic Shield მასალით - რომელიც ყველა სხვა სმარტფონებთან შედარებით, დაზიანების რისკს ოთხჯერ ამცირებს. გარდა ამისა, iPhone 12-ს გააჩნია ულტრა ძლიერი A14 Bionic პროცესორი, რომლის წყალობით ის ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედები. მას შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი დავალება არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.

კიდევ უფრო გაუმჯობესდა სმარტფონის ორმაგი კამერა, ის უკეთესად იღებს განსაკუთრებით ღამის განათების რეჟიმში. რაც შეეხება ვიდეოს, მას გააჩნია პირველი 4K რეზოლუცია Dolby Vision-ის სტანდარტით. გარდა ამისა iPhone 12 წარმოგვიდგენს MagSafe ტექნოლოგიას, ესაა მაგნიტური სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაუკავშიროთ უკაბელო დამტენი და ახალი აქსესუარები - რომლის შერჩევა ათობით ვარიაციდან შეგიძლიათ. უახლესი მოდელები 5 ფერშია წარმოდგენილი: შავი, თეთრი, წითელი, მწვანე და ლურჯი. და რაც ყველაზე მეტად აღაფრთოვანებს Apple–ის მოყვარულებს, iPhone 12–ში დაბრუნდა ყველასთვის საყვარელი, iPhone 5-ის კლასიკური მოდელის კორპუსის დიზაინი, მომრგვალებული კიდეების გარეშე.

ყველაზე სწრაფი და ძლიერი - სად და როგორ შევიძინოთ iPhone 12 პირველებმა

iPhone 12 Pro არის სმარტფონი, რომელიც შექმნილია თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალებისთვის. Apple–ის ინჟინრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ერთმა გაჯეტმა შეძლოს ფოტოების და ვიდეოების გადაღება და რედაქტირება ნამდვილი კინემატოგრაფიული ხარისხით. სმარტფონს აქვს 3 განსხვავებული კამერა, Lidar ტექნოლოგია და 3D პროგრამასთან მუშაობის სპეციალური პროგრამა. iPhone 12 Pro გამოირჩევა 6.1 დიუმიანი OLED დისფლეით, Ceramic Shield და პრემიუმ ფოლადის კარკასით, რომელიც კიდევ უფრო კაშკაშა და კონტრასტულია, ვიდრე ოდესმე. iPhone 12 Pro ოთხ ფერშია წარმოდგენილი: კლასიკური შავი, ვერცხლისფერი, განახლებული ოქროსფერი და სრულიად ახალი Pacific Blue.

ახალი მოდელების პრეზენტაციის დღიდან საზოგადოებაში დიდი ინტერესია თუ რა ფასად შეიძლება საქართველოში მათი შეძენა - iPhone 12 – ის ფასი 3599 ლარიდან, ხოლო iPhone 12 Pro– ს ღირებულება - 4499 ლარიდან იწყება. 

ყველაზე სწრაფი და ძლიერი - სად და როგორ შევიძინოთ iPhone 12 პირველებმა

23 ოქტომბრიდან Apple– ის ოფიციალური რესელერების ვებ გვერდებზე, Apple-ის მოყვარულ მომხმარებლებს წინასწარი შეკვეთების მიცემის შესაძლებლობა ექნებათ. ოფიციალური წარმომადგენლების მეშვეობით მომხმარებლებს ახალი iPhone 12 და iPhone 12 Pro წინასწარი შეკვეთა განვადების საშუალებითაც შეეძლებათ. უახლესი მოდელების რაოდენობა შეზღუდულია.

რაც შეეხება iPhone 12 mini და iPhone 12 Pro Max-ის მოდელებს, მათი ოფიციალური გაყიდვები მოგვიანებით დაიწყება.

iSpace (Apple Premium Reseller), Alta, Elit Electronics, iPlus, iStore, iTechnics, Silknet.