უბრალო, ნაზი, სიყვარულით სავსე შეხება
უბრალოდ, უმიზეზოდ მიუახლოვდი საყვარელ მამაკაცს, შეეხე ან მხარზე თავი დაადე, აჩუქე სიყვარულით სავსე გამომეტყველება. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ მსგავსი სენსრუალური და მარტივი სიყვარულის გამოხატვა, მთელი დღის განმავლობაში აუმჯობესებს განწყობას.
უთხარით საყვარელ მამაკაცს, რომ ის კარგია
აღნიშნე, რომ ის კარგი ადამიანია, მნიშვნელოვანია, წარმატებულია და რაც მთავარია, უთხარი, რომ გიყვარს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ებრძვის, ან როდესაც საკუთარი თავის რწმენას კარგავს. მამაკაცების გრძნობები, როგორც წესი, რეპრესირებულია იმის გამო, რომ საზოგადოება არ იღებს მათ ემოციურ მხარეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კომფორტი საყვარელ ქალთან აღმოაჩინოს.
ძველმოდური საუზმე საწოლში
იცი, რომ მამაკაცების უმრავლესობა, საწოლში მირთმეულ საუზმეს საუკეთესო საჩუქრად აღიქვამს? დიახ, ისინი ფიქრობენ, რომ დილით კოცნით გაღვიძება და სახლში მომზადებული საუზმით ლოგინში გამასპინძლება, საუკეთესო რამაა ამქვეყნად.
უბრალოდ ჩაეხუტე
საყვარელი ფილმის ყურებისას, მიადე თავი მხარზე ან მკერდზე. ეს ნიშნავს, რომ მასთან თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს. ამ უსიტყვო პატარა ჟესტით აგრძნობინებ, რომ სრულიად კმაყოფილი და ბედნიერი ხარ.
ჰკითხე როგორ ჩაიარა დღემ
სერიოზულად, უბრალოდ, გააგებინე, რომ მის შესახებ ყველაფერი გაინტერესებს. თუნდაც ყოვლად ჩვეულებრივი დღის ამბები.
არასოდეს დაგეზაროს მისი მოფერება
გადაუვარცხნე თმა, ჩაკიდე ხელი, მოეფერე ზურგზე და აჩუქე პატარ-პატარა მოფერებები ყველგან და ყოველთვის. მამაკაცები აღნიშნავენ, რომ ეს მათ გულს სითბოთი ავსებს.
ელაპარაკე და აგრძნობინე, რომ მასთან დროის გატარება სასიამოვნოა
ესაუბრე შენს ბავშვობაზე, გაუზიარე მოგონებები და აგრძნობინე, რომ მასთან დროის გატარება სასიამოვნოა, რომ ის საინტერესო ადამიანი და საუკეთესო კომპანიონია.
უბრალოდ, აავსე გრძნობებით
მამაკაცების უმეტესობა არ არის მიჩვეული ხალხისგან სიყვარულის მიღებას. შეაქე, უთხარი კომპლიმენტები, ჩაეხუტე, მოეხვიე, აკოცე, დააწყნარე და იყავი ის ადამიანი, ვისთან ტირილიც შეუძლია.
აკოცე მოულოდნელად
აკოცე მაშინ, როდესაც არ ელოდება. მოეხვიე მაშინ, როდესაც ამის სიტუაცია არ არის და დაანახე, რომ მისი კოცნისთვის, უკან არაფერზე დაიხევ.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, სიყვარულის შენარჩუნება, ფსიქოლოგია, რჩევები ქალებს, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია