მსოფლიოში ყველაზე გრძელი კოცნა 58 საათს, 35 წუთს და 58 წამს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ მოახერხა წყვილმა ამდენი ხნის განმავლობაში კოცნა, ჩვენ გვაქვს პასუხი ოქროს კითხვაზე, რომელზეც ყველას გვიფიქრია: რატომ ხუჭავენ ადამიანები თვალებს, როდესაც ერთმანეთს კოცნიან?
1. თვალების დახუჭვა ტვინს ფოკუსირებაში ეხმარება
ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, როდესაც გარშემო ძალიან ბევრი ვიზუალი ან ყურადღების გადასატანი მოვლენაა, ტვინისთვის ძნელია ფოკუსირება. ჩვენი გრძნობის აღქმის უნარი სუსტდება, როდესაც თვალებით დამატებითი ვიზუალური ინფორმაციის მიღებას ვცდილობთ.
2. ეს ნიშნავს, რომ გინდა უფრო მეტად იგრძნო შეხება
თვალების დახუჭვა დაგეხმარებათ დაივიწყოთ გარშემომყოფთა ყურადღება. ასევე საშუალებას გაძლევთ სრულად განიცადოთ კოცნის შეგრძნება. ამ დროს, ჩვენი ტვინი ყურადღებას ამახვილებს შეხებაზე და უარყოფს ყველა სხვა სენსორულ გამოცდილებებს.
3. ეს გვეხმარება, რომ ნაკლებად დაუცველები ვიყოთ
რადგანაც კოცნა ერთ-ერთი ყველაზე პირადი და ინტიმური ქმედებაა, მას შეუძლია თქვენ ან თქვენს პარტნიორს თავი დაუცველად გაგრძნობინოთ. დაუცველობის და უხერხულობის განცდების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ავტომატურად ვამჯობინებთ თვალების დახუჭვას, სანამ რომანტიკულ კოცნაში გადავეშვებით.
4. სხვაგვარად სიგიჟე იქნებოდა
მიუხედავად იმისა, რომ თვალებით კონტაქტი, როგორც წესი, სასიამოვნოა, შეიძლება კოცნის დროს ასე არ იყოს. ეს არამარტო დისკომფორტს შეუქმნის თქვენს პარტნიორს, არამედ სამეცნიერო მტკიცებულებებიც მიუთითებს იმაზე, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის გადატვირთვა და შედეგად, ვერ განიცადოთ სასიამოვნო შეგრძნებები.
თემები: სიყვარული, ბედნიერება, წყვილი, ბედნიერი წყვილი, კოცნა
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია