7 მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ მხედველობის სათვალე და დაივიწყოთ კონტაქტური ლინზები
- 26.11.2020
1. გაუმჯობესდება თვალის ჯანმრთელობა
დაკვირვებიხართ, ოფთალმოლოგები კონტაქტურ ლინზებს ატარებენ თუ სათვალეს? როგორც წესი, ისინი სათვალეს ირჩევენ. ამ ფაქტს თავისი მიზეზი აქვს - მათ იციან კონტაქტური ლინზების გამოყენების რისკები.
კონტაქტური ლინზები ფარავს თვალების რქოვანას, რაც ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას. როდესაც ჟანგბადის მიწოდება არ არის საკმარისი ძილი, შეიძლება მოხდეს ჰიპოქსია, რაც იწვევს თვალების გაწითლებას, დისკომფორტს, დროებითი დაბინდვას და ანთებას. ეს ასევე ზრდის თვალის ინფექციების რისკს, რასაც შესაძლოა სერიოზული გართულება მოჰყვეს. მაგალითად, თვალების სიმშრალე ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს.
საბედნიეროდ, სათვალის ტარება დაგავიწყებთ მშრალი თვალის დისკომფორტს და კონტაქტური ლინზების გამოყენების სხვა გვერდით ეფექტებს.
2. უფრო მეტი თავისუფლებით ისარგებლებთ
კონტაქტური ლინზების ნაცვლად სათვალის ტარების ერთ – ერთი მთავარი უპირატესობა თავისუფლებაა. კონტაქტური ლინზების შერჩევა და ყიდვა; თვალის წვეთების, შესანახი სითხისა თუ კონტეინერის არჩევა და შეძენა; ყოველდღიურად ლინზების მორგება და ამოღება; თვალის წვეთების მოხმარება დღის განმავლობაში - შეგიძლიათ ეს დაუსრულებელი რუტინა უბრალოდ დაივიწყოთ!
3. შექმნით განსაკუთრებულ სტილს
ყველას შეუძლია შექმნას სახე, რომელსაც დაიმახსოვრებენ და სათვალის ტარება შესანიშნავი გზაა ასეთი შემთხვევისთვის. როდესაც სათვალის ატარებთ, ქმნით განსაზღვრულ საფირმო სტილს. გაიხსენეთ ჯონ ლენონი, ჯეკი კენედი ან ელტონ ჯონი.
როგორია თქვენი სტილი? კლასიკური, ელეგანტური, ახალგაზრდული, ბოჰემური თუ ჰიპსტერული? დიახ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ სტილს მოარგოთ სათვალე.
თანაც, ასე უფრო მარტივია „თამაში“ და ყოველდღიურად ახალი იმიჯის მორგება.
4. გრძელი სამუშაო დღის შემდეგ, მხედველობა არ გაუარესდება
თუ ეკრანთან დიდ დროს ატარებთ, შეამჩნევდით, რომ ხანგრძლივი სამუშაო დღის ბოლოს კონტაქტური ლინზები შრება, მხედველობა იბინდება, ხოლო თვალები წითლდება და იღლება. სათვალის ტარებისას, ეს პრობლემები უბრალოდ გაქრება.
ადამიანები ყოველდღიურად საათობით დროს ატარებენ კომპიუტერთან და მობილურ მოწყობილობასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერული ხედვის სინდრომი ან თვალების დაძაბვა. ამ მოწყობილობების ხანგრძლივად გამოყენება, ხელს უწყობს თვალების სიმშრალეს, დაღლილობას და მხედველობის დაბინდვას. პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს კონტაქტური ლინზები.
სათვალის ტარებისას, თვალები უფრო დასვენებულია, ამას კი განსაკუთრებით მაშინ იგრძნობთ, თუ აირჩევთ თანამედროვე მინას, ანტირეფლექტორული საფარით. ეს საიზოლაციო საშუალება, ამცირებს კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის გამოსხივებისგან მიღებულ ზიანს.
5. თქვენ დაზოგავთ ფულს
კონტაქტური ლინზები საკმაოდ ძვირია. თანაც, ამ ხარჯის გაწევა სულ მცირე ყოველთვიურად, ან თვეში ორჯერ გიწევთ. ხსნარები და წვეთები, რომელსაც ასევე ხშირად ყიდულობთ, კიდევ დამატებითი ფინანსური დანახარჯია.
სათვალის ღირებულება განსხვავდება ჩარჩოს და მინების მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ შედარებით ბიუჯეტური ჩარჩო, მაგრამ ძვირადღირებული მინები. აირჩიოთ დამატებითი კომფორტი - ფოტოქრომული ან ანტირეფლექსული მინები. არჩევანი თქვენზეა, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ამ თანხას ერთჯერადად იხდით და შესაძლებელია, წლების განმავლობაშიც აღარ დახარჯოთ დამატებითი თანხა თვალის ჯანმრთელობაზე.
6. ხაზს გაუსვამთ თქვენს საუკეთესო მახასიათებლებს
გულდასმით შერჩეული სათვალე ხაზს გაუსვამთ თქვენს საუკეთესო მახასიათებლებს: სახის ფორმას, ფერს და ნაკვეთებს. თანაც, მარტივად დამალავთ იმას, რაც არ მოგწონთ.
მაგალითად, შესაძლოა, თვალები უფრო დახრილი გაქვთ, ვიდრე მოგწონთ; ან შუბლი და სახის ზედა ნაწილი შედარებით ვიწროვდება. ამ შემთხვევაში, ე.წ. cat-eye სათვალის ტარება, თქვენს თვალებს ბუნებრივად მიანიჭებს ნუშის ფორმას. ან იქნებ ლამაზი ლურჯი თვალები გაქვთ და გსურთ ყველამ შენიშნოს - სპილენძიფერი ან წითელი სათვალე, ხაზს უსვამს თქვენი თვალების განსაკუთრებულობას.
7. თქვენ უფრო დასამახსოვრებელი იქნებით
სათვალის ტარების ერთ – ერთი უპირატესობა ისაა, რომ თქვენ ხალხში გამოირჩევით. თქვენი უნიკალური სტილი, კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდება, რაც ძალიან წაგადგებათ კონკურენტულ სამყაროში.
წარმოიდგინეთ, რომ გასაუბრებაზე ხართ, სადაც ათი კანდიდატია თქვენს წინააღმდეგ. რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ ყველასგან გამოირჩეოდეთ? სათვალის ტარება აუცილებლად მოგანიჭებთ უნიკალურ, დასამახსოვრებელ სტილს, რაც ყურადღების მიღმა არავის დარჩება.
თემები: სტილი, რჩევები ქალებს, სათვალეები, ჯანმრთელობა, თვალები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია