სილამაზე

რომელია შენი კანის ტიპი?

რომელია შენი კანის ტიპი?

სილამაზე რომ მსხვერპს აღარ მოითხოვს ამაში დიდი ხანია დავრწმუნდით. 21-ე საუკუნე, შეიძლება, ჯერ კიდევ ითვლება პლასტიკური ქირურგიის ეპოქად, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, სილამაზე ბუნებრივი გზით შეინარჩუნოს. როდესაც ადამიანს მომხიბვლელს ვუწოდებთ, პირველ რიგში ვაკვირდებით მის კანს, რადგან რაც არ უნდა ლამაზი სხეული გვქონდეს, მნიშვნელოვანია, რომ კანი მუდამ მოვლილი და სუფთა იყოს, ამისთვის კი საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ რა ტიპის კანი გვაქვს, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები მოვლის საშუალებებთან დაკავშირებით.

როგორც ექიმები გვეუბნებიან, ყველა ადამიანს განსხვავებული ტიპის კანი აქვს, რაც გენეტიკასთანაა დაკავშირებული. თუმცა თქვენი კანის მდგომარეობა და სილამაზე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების სტილზე. მაგალითად, რამდენად ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ ან რამდენად აქტიური ცხოვრების წესი გაქვთ და ა.შ.

თუ დერმატოლოგებს დავუჯერებთ, მას შემდეგ, რაც 30 წელიწადს გადააბიჯებთ, თქვენ ისეთი კანი გექნებათ, როგორსაც დაიმსახურებთ. თუ გსურთ, რომ თქვენი კანი ყოველთვის ლამაზად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, სანამ კანის მოვლის რომელიმე საშუალებას მიმართავთ, აუცილებელია დაადგინოთ თუ რა ტიპის კანი გაქვთ და რა სჭირდება მას იმისთვის, რომ გამოიყურებოდეს ჯანსაღად. ძირითადად გამოყოფენ 5 ტიპის კანს, ესენია: ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული და მგრძნობიარე. თითოეული მათგანი განსხვავებულ მოვლის მეთოდსა და მკურნალობას საჭიროებს.

TREND, იმის დასადგენად, თუ რომელი ტიპის კანი გაქვთ, მარტივ ჩამონათვალს გთავაზობთ:

1. ნორმალური კანი

რომელია შენი კანის ტიპი?

თუ თქვენი კანი ნორმალურ ტიპს განეკუთვნება, მაშინ არ უნდა გაწუხებდეთ არანაირი ლაქები. თქვენი კანი უნდა იყოს ძლიერი, ელასტიური და მტკიცე. ნორმალური ტიპის კანი ყველაზე ნაკლებად პრობლემურია.

ნორმალური ტიპის კანი ყოველთვის სუფთად და ჯანსაღად გამოიყურება, მაშინაც კი, თუ თქვენ მინიმალურ დროს უთმობთ კანის მოვლას სხვადასხვა საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით.

2. მშრალი კანი

რომელია შენი კანის ტიპი?

თუ თქვენი კანი მშრალ ტიპს განეკუთვნება ამას მარტივად მიხვდებით, რადგან მუდმვად იგრძნობთ ტანსა თუ სახეზე დაჭიმულობას.

მშრალ კანზე ყველაზე ხშირად ჩნდება ნაოჭები და ყველაზე მარტივად ბერდება. ის ძალიან მგრძნობიარეა და მარტივად ღიზიანდება არაჯანსაღ გარემოში. ამიტომ, თუ თვლით, რომ თქვენი კანი ამ ტიპს განეკუთვნება, საჭირო პროცედურების დაწყება არასოდესაა ადრე. მოვლილი, ჯანმრთელი და ახალგაზრდა სხეულის შესანარჩუნებლად საჭიროა, თქვენი ცხიმიანი კანისთვის რეგულარულად გამოიყენოთ სათანადო მოვლის საშუალებები და ჩაიტაროთ პროცედურები, შეგიძლიათ გამოიყენოთ სახის ნიღბები და დამატენიანებლები.

3. ცხიმიანი კანი

რომელია შენი კანის ტიპი?

იმის გასაგებად გაქვთ თუ არა ცხიმიანი კანი შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფთა ფურცელი, დაიდოთ სახეზე და იმ შემთხვევაში თუ ლაქები ფურცელს დაეტყობა, მაშინ დროა, იმაზე ფიქრი დაიწყოთ, თუ როგორ უმკურნალოთ კანს.

შეიძლება ითქვას, რომ ხსნებეულ კანის ტიპებთა შორის, ცხიმიანი კანი ყველაზე პრობლემურია. ის თქვენს კანს აუხეშებს, აფართოებს სახის ფორებსა და აჩენს ფერიჭამელებს.

კარგი ისაა, რომ ცხიმიანი კანის მკურნალობა მარტივად შეიძლება. ფრთხილი გაწმენდით, სწორი პროცედურების ჩატარებითა და ნახშირწყლების მოხმარების მინიმუმამდე დაყვანით თქვენ სასურველ შედეგს მიიღებთ.

4. კომბინირებული კანი

რომელია შენი კანის ტიპი?

თქვენი კანი კომბინირებულ ტიპს იმ შემთხვევაში განეკუთხვნება, თუ თქვენი ცხვირი და შუბლი მუდმივად ცხიმიანია, ხოლო სახის დანარჩენი ნაწილი მშრალი.

ამ ბლობლემის წინაშე ქალები ყველაზე ხშირად დგანან. კომბინირებული კანი ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად ებრძოდეთ ცხიმიან და მშრალ კანთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ შემთხვევაში რამდენიმე სახის მოვლის საშუალებები დაგჭირდებათ.

მშრალ ზონებში რომლებიც, როგორც წესი, განლაგებულია ლოყებისა და თვალების ირგვლივ, უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემები, ხოლო ზეთოვან ნაწილში, რომლებიც ხშირადაა შუბლი და ცხივირი, საჭიროა, მიმართოთ ხშირ და საფუძვლიან განწმედვით პროცედურებს.

5. სენსიტიური კანი

რომელია შენი კანის ტიპი?

სენსიტიური კანი ჩვეულებრივ ძალიან მშრალი და დაჭიმულია. თუ თქვენ გრძნობთ, რომ კანი მარტივად გიღიზიანდებათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი კანი რიგით მეხუთე ტიპს განეკუთვნება.

როგორც წესი, მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, სახეზე მოწითალო ლაქები და შავი წერტილები გავრცელებული სიმპტომია. ეს არის ყველაზე პრობლემური და მყიფე კანის ტიპი და განსაკუთრებულ ზრუნვასა და მოვლას საჭიროებს, რადგან ერთმა არასწორმა პროცედურამაც კი შესაძლოა თქვენს კანზე სამუდამო შრამები დატოვოს. ამიტომ სანამ რომელიმე სახის პროცედურის ჩატარებას გადაწყვეტთ, მანამდე საფუძვლიანად გამოიკვლიოთ თქვენი კანი.

ქალები არაერთი საუკუნეა ეძებენ სწორ რეცეპტს იდეალური ტონის, სინაზისა და სირბილის მქონე კანის შესანარჩუნებლად, მაგრამ რეცეპტის ძებნამდე ნუ დაგავიწყდებათ, რომ აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ, თუ რომელ ტიპს განეკუთვნება თქვენი კანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უდიდესი ძალისხმევაც კი, სასურველი შედეგის მისაღწევად კანზე, არაეფექტური იქნება.



allwomenstalk.com