LIFE

ხართ თუ არა ბედნიერი? - ბედნიერი ადამიანის დამახასიათებელი 3 თვისება

ხართ თუ არა ბედნიერი? - ბედნიერი ადამიანის დამახასიათებელი 3 თვისება

1. ბედნიერ ადამიანებს ესმით, რომ ისინი არ ცხოვრობენ გარშემომყოფებისთვის.

ხართ თუ არა ბედნიერი? - ბედნიერი ადამიანის დამახასიათებელი 3 თვისება

ისინი აცნობიერებენ, რომ ყველას განსხვავებული განმარტება აქვს წარმატებული ცხოვრების შესახებ. ასე რომ, ის რაც სხვას სიხარულს მოუტანს, მათ შესაძლოა სულაც არ აკმაყოფილებდეთ. ისინი არ აპირებენ იმ კარიერაში ან ურთიერთობაში გაჩერდნენ, სადაც დისკომფორტს განიცდიან. ისინი არ აპირებენ შექმნან ისეთი ცხოვრება, რომელიც შთამბეჭდავი მხოლოდ სოციალურ ქსელშია. ისინი გამუდმენით ცდილობენ რეალურად ცხოვრებაში იგრძნონ ყოველდღიური სიხარული.

2. ბედნიერი ადამიანები საკუთარ გულისთქმას მისდევენ და არა ტენდენციებს.

ხართ თუ არა ბედნიერი? - ბედნიერი ადამიანის დამახასიათებელი 3 თვისება

ისინი საზოგადოებას არ აძლევენ საშუალებას დაარწმუნოს, რომ ბედნიერი ცხოვრებისთვის, გარკვეული ეტაპების გადალახვაა საჭირო. ისინი საკუთარ თავს ინტიმურ შეკითხვებს უსვამენ, რათა აღმოაჩინონ რეალურად რა სურთ. ამ ხალხს არ სურს გააკეთონ ის, რაც მათგან ელიან. ისინი მუდამ ეკითხებიან საკუთარ თავს, არის თუ არა ეს სწორი გზა. მათ სურთ, რომ გადაწყვეტილებებს თავად მიიღონ. ბედნიერ ადამიანებს არ აქვთ ისეთი მოლოდინი, რომ პოპულარობა მათ ყველა პრობლემას გადაჭრის. მათ ესმით, რომ საზოგადოებრივი აღიარება მხოლოდ ცოტა ხნით იქნება კმაყოფილების მიზეზი. ამიტომ ისინი უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ თავზე შთაბეჭდილების მოხდენას, საკუთარი თავის პატივისცემასა და საკუთარი თავის სიყვარულს. მათ იციან, რომ მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა მათი აზრი საზოგადოებრივ აღიარებას, მნიშვნელოვანი მხოლოდ და მხოლოდ მათი აზრია.

3. ბედნიერ ადამიანს არ აინტერესებს რას ფიქრობენ სხვები

ხართ თუ არა ბედნიერი? - ბედნიერი ადამიანის დამახასიათებელი 3 თვისება

ისინი არ გეგმავენ გადაწყვეტილებების მიღებას იმის გათვალისწინებით, თუ რას იტყვიან მათი მშობლები ან ახლობელი ადამიანები. მათ იციან, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვებს ზემოდან უყურებენ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ სამყაროში ყველაზე ბევრი იციან. ბედნიერ ადამიანებს, შესანიშნავად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები და მთელი გულით დაიჯერონ საკუთარი თავის. მათ ესმით, რომ საკუთარი თავის პატივისცემა, სულაც არ არის ეგოისტური დამოკიდებულება. მათ სჯერათ, რომ თუ საკუთარ გულს მოუსმენენ და არა სხვა ადამიანებს, ისინი აუცილებლად იპოვიან ჭეშმარიტ, უპირობო ბედნიერებას.