ვერძი

თქვენ ნაკლები ენერგია უნდა დახარჯოთ იმაზე, რომ სოციალურ ქსელში კარგად გამოიყურებოდეთ. ყურადღება გაამახვილეთ რეალურ ცხოვრებასა და რეალურ ბედნიერებაზე. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად სრულყოფილად გამოიყურება თქვენი ცხოვრება. მნიშვნელოვანია რამდენად კარგად გრძნობთ თავს

კურო

თქვენ ნაკლები ძალისხმევა უნდა დაუთმოთ ტოქსიკურ ურთიერთობებს - უნდა შეწყვიტოთ იმ ხალხთან კომუნიკაცია, ვინც ცუდად მოქმედებს თქვენს განწყობაზე, თვითშეფასებასა და თავდაჯერებაზე. გახსოვდეთ, რომ თქვენ მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებთ.

ტყუპები

თქვენ ნაკლები ძალისხმევა უნდა დაუთმოთ სხვების კომფორტზე ფიქრს. გაუზიარეთ სხვებს რა გაწუხებთ, რა არ მოგწონთ და რისი შეცვლა გსურთ. ნუ შეგეშინდებათ, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე, ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია.

კირჩხიბი

თქვენ ნაკლები ენერგია უნდა დაუთმოთ სიყვარულის ძიებას. დატკბით მარტოობით, შეიყვარეთ საკუთარი თავი და შეწყვიტეთ იმის დაჯერება, რომ სიყვარულის გარეშე, თქვენი ცხოვრება არასრულყოფილია.

ლომი

თქვენ ნაკლები ძალისხმევა უნდა დაუთმოთ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას. პირველ რიგში, იფიქრეთ საკუთარ თავზე, შინაგან სურვილებსა და მიზნებზე. მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. მთავარია, თქვენ იყოთ კმაყოფილი და ბედნიერი.

ქალწული

თქვენ ნაკლები ძალისხმევა უნდა დაუთმოთ სამსახურს. იპოვეთ ჯანსაღი ბალანსი კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის. იფიქრეთ იმ ადამიანებზე, ვინც ყველაზე მეტად გიყვართ, გაატარეთ მეტი დრო მათთან და დატკბით ცხოვრებით.

სასწორი

თქვენ ნაკლები ძალისხმევა უნდა დაუთმოთ თქვენს გარეგნობას. ფოკუსირდით შინაგან სამყაროზე, ემოციებსა და განცდებზე. გაიხსენეთ, რომ ხშირად, შინაარსი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმა.

მორიელი

თქვენ უბრალოდ ნაკლები ფინანსები უნდა დახარჯოთ ფიზიკურ საგნებზე. იმუშავეთ ბედნიერების შექმნასა და მოგონებების დაგროვებაზე. გახსოვდეთ, რომ ნივთებს არ შეუძლიათ ადამიანის გაბედნიერება.

მშვილდოსანი

თქვენ ნაკლები ენერგია უნდა დაუთმოთ ბედნიერი ადამიანის როლის თამაშს. მოგიწევთ აღიაროთ, რომ სინამდვილეში, კარგად არ ხართ და დახმარება გჭირდებათ. დაიმახსოვრეთ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის კარგად ვერ იქნებით, ეს უბრალოდ შეუძლებელია.

თხის რქა

თქვენ ნაკლები ძალისხმევა უნდა დაუთმოთ სხვების გაბედნიერების მცდელობას. სხვა ადამიანები არ ცხოვრობენ თქვენი ცხოვრებით, შესაბამისად, მათ არ იციან, რაზე ოცნებობთ და რისი გჯერათ. მაქსიმალურად შეეცადეთ, სხვების აზრი და შეფასებები დაივიწყოთ.

მერწყული

თქვენ ნაკლები ძალისხმევა უნდა დაუთმოთ დაგროვებას და მეტი ძალისხმევა დაუთმოთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს. საბოლოოდ, ურთიერთობები ერთადერთია, რასაც ნამდვილი ღირებულა გააჩნია.

თევზები

თქვენ ნაკლები ენერგია უნდა დაუთმოთ სიტუაციებზე მორგებას და ყურადღება გაამახვილოთ საკუთარი თავის პოვნაზე. მნიშვნელობა არ აქვს სად ხართ და როგორ ერგებით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ვინ ხართ და სად გინდათ, რომ მომავალში აღმოჩნდეთ.