LIFE

10 ციტატა, რომელიც 2020 წლის მიწურულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

10 ციტატა, რომელიც 2020 წლის მიწურულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

1. თქვენ უფრო მეტი ხართ, ვიდრე თქვენი სხეული

თქვენ გაქვთ გონება, სული და გული. გარეგნობა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია - თქვენში გაცილებით მეტია, რის გამოც, ადამიანებს უყვარხართ. მეტი ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რა იმალება თქვენს გულში და ამ სილამაზეს მიეცით საშუალება, თქვენი სხეულიდან გამოანათოს.

2. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი

თუ თქვენი ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯს კარგად დაგეგმავთ, მათ რეალობად გადააქცევთ. ამას შრომა დასჭირდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შრომისმოყვარეობა და თავდაჯერება, თქვენი წარმატების გასაღებია.

3. თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისაც შეუძლია თქვენი გაბედნიერება

სხვა ვერავინ გაგახარებთ და ვერც გაგაბედნიერებთ. თქვენ და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ბედნიერების დონე.

4. ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი

შეჩერდით, ისუნთქეთ, იფიქრეთ, გააანალიზეთ, დაგეგმეთ, მოაგვარეთ - თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება.

5. მართლაც დიდია თქვენი პრობლემა თუ უბრალოდ დრამატულად იქცევით?

შეჩერდით და შეაფასეთ. ნუ დაკარგავთ ენერგიას იმაზე ფიქრში, რაზეც წუხილი უბრალოდ არ ღირს.

6. მადლობელი იყავით მხარდაჭერისთვის

რაც არ უნდა პრობლემებით სავსე იყოს თქვენი ცხოვრება, თქვენ აუცილებლად გყავთ ადამიანები, ვინც გიყვართ და ვისაც უყვარხართ. დააფასეთ ეს ხალხი და მადლობა გადაუხადეთ, რომ ისინი ყოველთვის თქვენს გვერდით არიან.

7. საკუთარი თავი ყველაზე მნიშვნელოვანია

თუ მოგწონთ, გააკეთეთ. თუ ეს გაბედნიერებთ, გააკეთეთ. თუ ეს გაძლიერებთ, გააკეთეთ. თუ ეს თავს კარგად გაგრძნობინებთ, გააკეთეთ!

8. სამყარო თქვენს მხარესაა

ახლა, შეიძლება პრობლემები გაქვთ, მაგრამ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. ცხოვრება ყოველთვის გვანებივრებს ტკბილი სიურპრიზებით. ამიტომ, მოთმინებით დაელოდეთ უკეთეს დღეებს.

9. წარუმატებლობა არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დასრულდა

თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, შეიძლება 1000-ჯერ დაეცეთ და საბოლოოდ დანებდეთ. არაუშავს. თუ არ გინდათ დანებება და ჯიუტად აგრძელებთ გზას, ესეც კარგია. ცხოვრება არ დასრულებულა მანამ, სანამ თქვენი გული ფეთქავს.

10. თქვენ მარტო არ ხარ

ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ მოგზაურობაში. დიახ, ზოგიერთისთვის ცხოვრება შეიძლება უფრო მარტივი ჩანდეს, ზოგისთვის კი უფრო რთული, მაგრამ ბრძენმა ადამიანმა ერთხელ თქვა: ”მზე ყველასთვის ანათებს, როგორც კეთილისთვის, ისე ბოროტისთვის“. დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ადამიანი რაღაცისთვის იბრძვის. თქვენ მარტო არ ხართ!



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>