ჰოროსკოპი

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

ვერძი

(21 მარტი - 19 აპრილი)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

თუ თქვენთვის ჩვეულ დრამას დავივიწყებთ, 2021 წელი თქვენი სასიყვარულო ცხოვრებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იქნება. მთელი მსოფლიო 2020 წლის ტკივილებისგან იწყებს განკურნებას, ამიტომ, თქვენ უნდა დაივიწყოთ ის მავნე ჩვევები, რომლებიც იზოლირების სტრესთან გამკლავებისას შეიძინეთ. 2021 წელს, ეს ჩვევები აღარაფერში დაგეხმარებათ. ამ წელს ბრწყინვალე სასიყვარულო შესაძლებლობს უნდა ელოდოთ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ვერძისთვის დამახასიათებელი ხასიათის ბნელი თვისებებით არ დააზიანებთ.

კურო

(20 აპრილი - 20 მაისი)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

გასულ წელს უამრავი დრო გქონდათ ფიქრისთვის, 2021 წლიდან კი, მოქმედების და ოცნებების ახდენის დროა - თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ! ეს ტენდენცია ყველაზე უკეთ პროფესიულ ცხოვრებაში გამოჩნდება, ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ სამსახურს მიტოვებთ და ახალი კარიერული მწვერვალებისკენ გაეშურებით. იზრუნეთ საკუთარ თავზე და წამითაც არ დაივიწყოთ თქვენი ღირსება, თორემ შესაძლოა ბრწყინვალე შესაძლებლობები ხელიდან გაუშვათ.

ტყუპები

(21 მაისი - 20 ივნისი)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

2020 წლის ეკონომიკური ქაოსის შემდეგ, ეს წელი პროფესიული აღსადგენისა და ზრდის შესაძლებლობებს გთავაზობთ, მაგრამ ეს ადვილი სულაც არ იქნება. შარშან გაწეული შრომა და ძალისხმევა, სწორედ 2021 წელს გამოიღებს შედეგს, მაგრამ გარკვეული იმპულსის შენარჩუნება კვლავ დაგჭირდებათ. თქვენს ნიშანში დაბნელება, კიდევ უფრო მეტ მოულოდნელი ამბავს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ეს კი, კიდევ უფრო წაახალისებს პიროვნულ ზრდას დაკავშირებულ საკითხებს.

კირჩხიბი

(21 ივნისი - 22 ივლისი)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

2020 წელს, იმდენად დაკავებული იყავით, რომ წრეებში სიარული დაიწყეთ, კირჩხიბებო. თქვენ ექსპერტი ხართ, როდესაც საქმე სხვა ადამიანებზე ზრუნვას ეხება, მაგრამ 2021 მოითხოვს, რომ სხვებს მისცეთ საშუალება თქვენზე იზრუნონ. ეს შეიძლება ძნელი გასაკეთებელი იყოს, რადგან გაგიჭირდებათ იმის აღიარება, რომ დაუცველი ხართ, მაგრამ გპირდებით, რომ შედეგად ძალიან გაიზრდება თქვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერების კოეფიციენტი.

ლომი

(23 ივლისი - 22 აგვისტო)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

თქვენ მზე გმართავთ და რეალურად იმისთვის დაიბადეთ, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში იყოთ. სოციალური დისტანცირება ყველასთვის რთული იყო, მაგრამ თქვენს ნიშანზე ყველაზე მეტ გავლენას ახდენდა. როდესაც მსოფლიო 2021 წელს ხელახლა დაიწყებს აყვავებას, თავს ისე იგრძნობთ, როგორც გალიაში ჩარჩენილ ლომი, რომელიც მალე თავისუფლებას მოიპოვებს. თქვენ დასთანხმდებით ყველა პაემანსა და ცხოვრების ყველა შემოთავაზებას, მაგრამ მოკლევადიანი აზროვნებისგან თავი შორს დაიჭირეთ. 2021 წელს, თქვენი მისიაა მოთმინება, მოთმინება და კიდევ მოთმინება.

ქალწული

(23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

2020 საკმაოდ დატვირთული წელი იყო მკურნალი ქალწულებისთვის. მეგობრებისა და ოჯახის ემოციური დახმარება, საკვებითა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ნივთებით მომარაგება - საქმე ნამდვილად არ მოგკლებიათ, შედეგად კი, ძალიან გამოიფიტეთ. 2021 წელს სასარგებლო იქნება თქვენ მიერ განცდილი ტრავმის მკურნალობა, თერაპია, მედიტაცია ან ისეთი რამის გაკეთება, რაც თავს მშვიდად და გაწონასწორებულად გაგრძნობინებთ. ეს ძალიან დაგეხმარებათ, ჯანმრთელი

ურთიერთობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია საზღვრების დადგენა.

სასწორი

(23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

2020 წელს, თქვენ ბევრი მსხვერპლი გაიღეთ პარტნიორობისა და ბალანსის შესანარჩუნებლად. თუმცა საბოლოოდ საკუთარი თავი პირველ ადგილზე დააყენეთ. მსოფლიოში არსებული ქაოსის მიუხედავად, თქვენ მაინც მოახერხეთ ყურადღების მიზიდვა. 2021 წელი გთავაზობთ ჯანმრთელ, სტაბილურ და გრძელვადიან სასიყვარულო ურთიერთობებს, სადაც მსხვერპლშეწირვა საჭირო აღარ იქნება. თქვენ უბრალოდ უნდა გაახილოთ თვალები და საკუთარი გულისთქმას მიჰყვეთ.

მორიელი

(23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

შესაძლოა, 2020 წლის ტკივილებმა თქვენი ბნელი მხარე დაგანახათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ხართ. პირიქით, ეს კარგია: თუ გასულმა წელმა რამე გვასწავლა, ეს შეიძლება რთული ცხოვრებაა და ჩვენ ყველანი ცოტა მეტ ურთიერთგაგებას ვიმსახურებთ. ახლა, როდესაც იცით, თუ როგორ რეაგირებთ ზოგიერთ სიტუაციაზე, გააკეთეთ ყველაფერი, რათა ზედმეტად აგრესიულ ტენდენციები შეაჩეროთ.

მშვილდოსანი

(22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

2020 წელი, ყველასთვის ფიზიკური უმოქმედობის წელი იყო, მაგრამ თქვენ, როგორც ცეცხლის ნიშანს, რომელსაც უყვარს აქტიური ცხოვრება, განსაკუთრებით გაგიჭირდათ. ალბათ ხშირად სვამდით შეკითხვას, თუ რა აზრი ჰქონდა ასეთ ცხოვრებას. გილოცავთ, 2020 წელი უკვე წარსულს ჩაბარდა, ხოლო 2021 წელს ისევ იპოვნით ცხოვრების მიზანს. 2021 მოითხოვს, რომ პრიორიტეტი მიენიჭოთ როგორც გონებრივ, ასევე ემოციურ ჯანმრთელობას. თქვენ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ, როდესაც დაიწყებთ სხვების მოსმენას, მაგრამ პირველ ადგილზე, ყოველთვის საკუთარ საჭიროებებს დააყენებთ.

თხის რქა

(22 დეკემბერი - 19 იანვარი)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

გამარჯობა, ძვირფასო თხის რქა. ყურადღება წაიკითხეთ 2021 წლის ზოგადი ჰოროსკოპი, რადგან ძალიან მოგეწონებათ. ისეთი ჯოჯოხეთის შემდეგ, როგორიც 2020 წელი იყო, ეს თქვენი კარიერიერისა და ფინანსური წარმატების წელი იქნება. კერძოდ, თქვენ წარმატებას მიაღწევთ იმ სფეროში, რაც გიყვართ და რაც არ უნდა იყოს ის, ყველაზე მეტ კმაყოფილებას მოგიტანთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ უნდა აიღოს ის მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეგვიძლია ასეთ ეკონომიკურ მდგომარეობაში, 2021 წელს, თქვენთვის წარმატების საზღვარი უბრალოდ არ იარსებებს.

მერწყული

(20 იანვარი - 18 თებერვალი)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

თქვენ ყოველთვის ზრუნავდით საზოგადოებაზე, ხოლო 2020 წლის მოვლენებმა, ბევრჯერ მოგცათ შანსი კიდევ უფრო მეტ ადამიანზე გეზრუნათ. მიუხედავად პანდემიისა, თქვენ გახდით ოჯახის მთავარი პიროვნება და მასშტაბური დღესასწაულების ორგანიზატორი, შედეგად კი იმდენად იყავით დაკავებული, რომ რომ საკუთარი საჭიროებები დაივიწყეთ. ახლა, 2021 წელს, დროა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნოთ.

თევზები

(19 თებერვალი - 20 მარტი)

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - წინ ახალი წელი და ახალი ცხოვრებაა

ფსიქიკური და ემპათიური შესაძლებლობები თქვენი ჯადოქრობის საიდუმლოა. 2020 წელი, ალბათ სახლში გაატარეთ, სადაც ღრმად იკეტებოდით ემოციურ ნაჭუჭში და ყოველდღიურად ამბობდით უარს სოციალურ ცხოვრებაზე. ეს წელი თქვენგან მოითხოვს, რომ გამოხვიდეთ ემოციური აკვარიუმიდან და ყველა მოხიბლოთ თქვენი იუმორითა და სილამაზით. მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ელოდოთ მეგობრების წრეში, რადგან სწორედ აქ დაიწყებს თქვენი სასიყვარულო ცხოვრება განვითარებას. ფარულად ხომ არ გიყვართ თქვენი საუკეთესო მეგობარი? 



<a href="https://www.allure.com/">https://www.allure.com/</a>