2021 წლის 7 ყველაზე მოდური ფეხსაცმელი, რომელიც თქვენს გარდერობს დაამშვენებს
- 02.01.2021
მართალია, პანდემია ისევ გვაიძულებს რომ ცხოვრების აქტიურ სტილზე უარი ვთქვათ, მაგრამ სწორედ ჩაკეტილობის გამო უფრო გვინდა ბევრი ახალი ნივთის შეძენა და გარდერობის განახლება. მაღალი ქუსლების მოყვარული ადამიანებისთვის ცუდი ამბავი გვაქვს, წელს ყველაზე მოდური ე.წ. ქოშები და დაბალძირიანი ფეხსაცმელებია.
წარმოგიდგენთ 7 ყველაზე კომფორტულ ფეხსაცმელს, რომელიც 2021 წელს ყველაზე მოდურად გაგრძნობინებთ თავს.
7. „სლიფერები“, ე.წ. მოდური ქოშები
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მთელ დღეს სახლში ატარებდეთ, თქვენი ფეხები ნამდვილად იმსახურებს კომფორტს.
6. ცხენოსანის ჩექმები
ეს ჩექმები პირდაპირ ჯირითის მოყვარული ადამიანების გარდერობიდან გადმოვიდნენ და ჩვენს გულებში დაიდეს ბინა. სხვათა შორის მსგავსი სტილი პრინცესა დაიანას ძალიან მოსწონდა. დღეს კი მაღალი მოდის სამყაროში წამყვანი ადგილი უკავია.
5. მინიმალურისტური სანდლები
მაღალი მოდის სამყაროში საბოლოოდ დაიმკვიდრეს თავი სანდლებმა. ის რაც ოდესღაც წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს მოდაში ექსპერიმენტები არავის უკვირს. მსგავსი ტიპის სანდლები იდეალურია პედიკურის საჩვენებლად.
4. სკოლის მოსწავლე გოგონას ფეხსაცმელი
არაფერია იმაზე კომფორტული და ლამაზი, როგორც მსგავსი სტილის ფეხსაცმელი. იგივეს ამბობს გუჩის სახლი და მგონი უნდა დავეთანხმოთ. ფეხსაცმელს თუ საყვარელ წინდასაც დაუმატებთ, ჩათვალეთ რომ ყველაზე ელეგანტურად გამოიყურებით.
3. ველური დასავლეთის დაბრუნება
თუ თქვენ ეძებთ სრულყოფილ ესთეტიკას, რომელიც მომხიბლავს გაგხდით, მაშინ თქვენი სტილი ველური დასავლეთიდან მოდის. ინდიანა ჯონსის ჩექმები ყველა ქალის გარდერობს დაამშვენებს.
2. ჯაჭვები...
დიახ, არ გეჩვენებათ, ისინი თავისუფლად შეგიძლიათ შეუხამოთ ძვირფას სამკაულებს, რომელიც დიდი ხანია არც გაგხსენებიათ.
1. ლაშქრობის მაგიერ
მართალია, ლაშქრობებზე სიარულს ძველებურად ვეღარ ახერხებთ, მაგრამ ეს ჩექმა რეზინის ძირზე ნამდვილად ყველაზე კომფორტულია, რომელსაც ყოველდღიური მოხმარების გამოიყენებთ.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, ფეხსაცმელი, ტრენდი, 2021 წლის მოდა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია