სილამაზე

ახალი ვარცხნილობა - ახალი სეზონის მოდური დასაწყისი

ახალი ვარცხნილობა - ახალი სეზონის მოდური დასაწყისი

ახალი ვარცხნილობა - ახალი სეზონის მოდური დასაწყისი

ახალი სეზონი ბუნებრივად გიბიძგებს სიახლეებისკენ. თუ მასშტაბურ ცვლილებებს ვერ ახორციელებ, ვარცხნილობით დაიწყე. ოღონდ ხომ იცი, რომ „არასწორმა“ ვარცხნილობამ შეიძლება, რამდენიმეკვირიანი „ქუდიანობა“ მოგისაჯოს?!

თუ გინდა, სიახლეების წყურვილიც დაიკმაყოფილო და მოდურადაც გამოიყურებოდე, ვარცხნილობა შენს სახეს მოარგე. არა აქვს მნიშვნელობა გრძელი სახე გაქვს, ოვალური თუ მრგვალი, რადგან „შენს“ ვარცხნილობას აუცილებლად იპოვი.

ოვალური

ახალი ვარცხნილობა - ახალი სეზონის მოდური დასაწყისი

ოვალური სახისთვის შერჩევა საკმაოდ იოლია, რადგან ბევრნაირ ვარცხნილობას მოიხდენს. შეგიძლია, მოკლედ, ბიჭურად შეიჭრა თმა. თუმცა გრძელი, გაშლილი თმაც ძალიან მოგიხდება.

მრგვალი

BO-2 Multipic:

მრგვალ სახეს გრძელი თმა მოუხდება, მაგრამ თუ თხელი თმა გაქვს, მოკლედ შეჭრილი აჯობებს. შეგიძლია, ბიჭური სტილიც ცადო, ან ყვრიმალებთან აჭრილი, მოკლე ვარცხნილობა.

მოგრძო

ახალი ვარცხნილობა - ახალი სეზონის მოდური დასაწყისი

შუბლზე მოკლედ შეჭრილი თმა ყველაზე მეტად მოგრძო სახეს უხდება. სცადე ნიკაპისა და შუბლის მიდამოების „შენიღბვა“ და უმჯობესია, თუ ვარცხნილობას ექნება ოდნავ მრგვალი ფორმა. მოერიდე მოკლე ვარცხნილობებს, ასევე - თანაბრად შეჭრილ, სწორ, შუაზე გაყოფილ თმას.

P.S. ვარცხნილობით ახალი იმიჯის შექმნისას უნდა გაითვალისწინო შენი აღნაგობა, ცხოვრების სტილი და ხასიათიც!