3 მწარე ჭეშმარიტება, რომლის გაცნობიერებაც ძლიერ ადამიანად გაქცევთ
- 23.02.2021
1. სინამდვილეში არავინ არის ისეთი დაკავებული, რომ ვერ გიპასუხოთ
ის ბიჭი არ არის ისეთი დაკავებული, რომ თქვენს ტექსტზე პასუხის გასაცემად ვერ მოიცალოს. თქვენი უფროსი არ არის ისეთი დაკავებული, რომ წერილი ვერ წაიკითხოს. თუ ვინმესგან პასუხი არ მოგდით, ეს იმიტომ, რომ მან განზრახ აირჩია არ გიპასუხოთ. და რაც უფრო მალე შეწყვეტთ იმ ადამიანებზე დარდს, ვინც პრიორიტეტად არ მიგიჩნიათ, მით უფრო მალე შეხვდებით იმ ადამიანებს, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გახდებით.
2. ყველას საკუთარი ინტერესი აქვს
რაც არ უნდა გულთბილი ან მზრუნველი იყოს კონკრეტული ადამიანი, ის ყოველთვის უფრო მეტად გაითვალისწინებს საკუთარ საჭიროებებს, ვიდრე თქვენსას.
სამწუხაროდ, სხვა ადამიანებმა იციან, რომ ისინი თქვენს საზღვრებს უახლოვდებიან, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ წინააღმდეგობას არ გაუწევთ, აუცილებლად გადაკვეთავენ მას. ადამიანების უმეტესობა შეეცდება თქვენგან მიიღოს იმდენი, რამდენის საშუალებასაც თქვენ მისცემთ - ამიტომ, თქვენი პიროვნული საზღვრების განსაზღვრა და დაცვა აუცილებელია.
ყველაზე ძლიერ ადამიანებს არ ეშინიათ თქვან "არა" მაშინ, როდესაც ისეთი რამის გაკეთებას სთხოვენ, რაც მათ არ სურთ. ეს იმიტომ, რომ მათ იციან, არავინ აპირებს მათ გაფრთხილებას, თუკი ისინი თავად არ დაიცავენ საკუთარ თავს.
3. შეუძლებელია ყველა ადამიანს ასიამოვნოთ
თუ სინამდვილეში მუდამ გააკეთებდით იმასა, რაც სხვა ადამიანებს სურთ თქვენგან, თქვენ უსიცოცხლო, უფორმო და უემოციო რობოტი გახდებოდით. შემდეგ ვიღაც მოვიდოდა და გეტყოდათ, რომ ადრე უფრო საინტერესო იყავით.
სიმართლე ისაა, რომ შეუძლებელია ყველას მოეწონოთ. ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც განაწყენებულია თქვენი ცხოვრებისეული არჩევანით. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მუდამ იქნება ვიღაც, ვინც გაგაკრიტიკებთ. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა აკეთოთ ის, რაც გიყვართ. ერთადერთი ადამიანი, ვისი შეფასებაც უნდა გაითვალისწინოთ, ეს თქვენი თავია.
თემები: ბედნიერება, ცხოვრება, ემოციების მართვა, რჩევები