LIFE

იცოდი, რომ ინტელექტი ბავშვს მხოლოდ დედისგან გადაეცემა?

იცოდი, რომ ინტელექტი ბავშვს მხოლოდ დედისგან გადაეცემა?

მეცნიერები აცხადებენ და მთელი მსოფლიოს დედები სიხარულით ეთანხმებიან, რომ ინტელექტი ბავშვებს დედის ხაზით გადაეცემათ.

Psychology Today-მ კვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ ბავშვის ინტელექტის 100% დედის ხაზითაა გადაცემული. ადრე მოიაზრებდნენ, რომ დედის გენით მიღებული გონებრივი მემკვიდრეობა მხოლოდ 77 %-ს შეადგენდა, თუმცა, კვლევის თანახმად, ინტელექტის გენები X ქრომოსომაზე მდებარეობს, რაც ცხადყოფს, რომ Psychology Today-ს მტკიცებულება სიმართლეს შეესაბამება: ქალს ორი ცალი X ქრომოსომა აქვს, კაცს კი — მხოლოდ ერთი; ლოგიკურად, 2-ჯერ მეტი შანსია, ინტელექტი ბავშვს სწორედ ქალის გენით გადაეცეს. ერთადერთი, ეს თეორია იმ შემთხვევაში იქნება მცადრი, ბავშვს თუ ერთდროულად 2 მამა ეყოლებოდა.

მეორე მხრივ, მამაკაცის XY ქრომოსომა ფიზიკურ მხარეებს უკავშირდება, რაც ადასტურებს, რომ შთამომავლები ვიზუალური და ფიზიკური მონაცემებით მამებს უფრო ემსგავსებიან.

იცოდი, რომ ინტელექტი ბავშვს მხოლოდ დედისგან გადაეცემა?

კარგი ამბავი მამებისთვისაც გვაქვს: ამ ეტაპზე კვლევა მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა — ზედმეტი X ქრომოსომის ინექცირების შემდეგ, თაგვებს უფრო დიდი ტვინი ჩამოუყალიბდათ, Y ქრომოსომის ინექცირების შემდეგ კი — ბუნებრივზე უფრო დიდი სხეული განუვითარდათ; თუმცაღა, შესაძლოა, თაგვების ფიზიოლოგია ადამიანებთან პირდაპირ კავშირში არ იყოს. ასე რომ, მამებსაც ვუტოვებთ იმედს, რომ შვილისათვის ინტელექტის გადაცემაში წვლილი მიუძღვით. თანაც, პატარებს ხშირად უცნაური, მოზრდილებისთვის გაუგებარი ფობიები აქვთ — მაგალითად, ნაჭრების ან ჩრდილების ეშინიათ; მამებსაც ამაყად შეუძლიათ, მათ ვაჟიშვილში გამოვლენილი შიშები პირდაპირ დედის გენებს გადააბრალონ.

იცოდი, რომ ინტელექტი ბავშვს მხოლოდ დედისგან გადაეცემა?

დღესდღეობით, ცოლიანი მამაკაცები აღარ კამათობენ, რომ ქალი ყოველთვის მართალია და თანაც, თუ კვლევაც ადასტურებს, რომ ბავშვებს დედის ინტელექტი აქვთ, გასაკვირიც აღარ არის, რომ მამაკაცების გონებას სწორედ ქალები აკონტროლებენ :) თანაც, თუ იჩემებენ, რომ ჩვენზე ჭკვიანები არიან, ამისთვის მადლობა ისევ და ისევ დედებს უნდა უთხრან!

თუმცა, მამაკაცებისთვის კიდევ ერთი კარგი ამბავი გვაქვს: თამამად შეუძლიათ, თავიანთ მიერ ჩადენილ ყველაზე დიდ სისულელეშიც კი ქალები დაადანაშაულონ — ინტელექტი ხომ სწორედ დედისგან გადაეცათ. ჩვენ კი უფლება აღარ გვაქვს გავაპროტესტოთ, ცხვირწინ დადებულ საგნებს რომ ვერ პოულობენ და ყველაფერში ჩვენ გვადანაშაულებენ — თითქოს, მათ ნივთებს მუდმივად სადღაც გაუგებარ ადგილებში ვინახავთ: უბრალოდ, მემკვიდრეობით უფრო მეტი გამჭრიახობა უნდა გადავცეთ :)

იცოდი, რომ ინტელექტი ბავშვს მხოლოდ დედისგან გადაეცემა?

საბოლოოდ, გაგიმხელთ, რომ ჩვენი პათოსი ოდნავ გადაჭარბებულია: ადამიანისთვის მემკვიდრეობით გადაცემული ინტელექტი მხოლოდ 40-60 %-ს წარმოადგენს, დანარჩენი კი — შეძენილია. თანაც, ინტელექტის გარკვეული ნაწილი შთამომავლებზე ნამდვილად მამას გენებითაც გადადის. აზროვნების შემდეგ ეტაპზე განვითარება კი დამოკიდებულია გარემოზე, გონებრივ სტიმულირებაზე და ხასიათის პიროვნულ შტრიხებზე. რაც შეეხება გარემოს და გონებრივ სტიმულირებას, მათზე ნამდვილად ორივე მშობელი ზემოქმედებს. სულ ცოტა, თუ Psychology Today-ს კვლევა სიმართლეს 100 %-ით შეესაბამება, იმას მაინც ვეღარასოდეს აღვნიშნავთ, რომ ჩვენი უზნეო 6 წლის ბავშვი მამას ჰგავს :)



წყარო: <a href="http://www.scarymommy.com/kids-inherit-intelligence-mothers-study/">SCARY MOMMY</a>