ზედმეტად ბევრ ტელევიზორს უყურებ
ან ძალიან ძალიან დიდ დროს ატარებ ინტერნეტში, ორივე შემთხვევაში დროა დაასვენო თვალები. მოშორდი ეკრანს და გაატარე მეტი დრო მეგობრებთან ერთად.
საკამრისად არ კითხულობ
თვეში ერთ წიგნს კითხულობდი? მაინც ცოტაა, კითხვის დროს მოგზაურობ სხვადასხვა სამყაროებში, ამიტომაც აუცილებელია წელს ბევრად მეტი ფურცელი გადაშალო.
საკამრისად არ გიმოგზაურია
შეიძლება საკმარისი ბიუჯეტი არ გქონდეს სხვა ქვეყანაში წასასვლელად, მაგრამ მოაწყე პატარა მოგზაურობა მეგობრებთან ერთად და თუნდაც სხვა ქალაქი მოინახულეთ.
არ გყოფნიდა ბიუჯეტი არაფერზე
გაატარე სამსახურში რამდენიმე საათით მეტი, გაყიდე ძველი უსარგებლო ნივთები და გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ წელს მეტი ფული გქონდეს.
არ ხარ კმაყოფილი ცხოვრების ამჟამინდელი ეტაპით
ყველა განიცდის მსგავს პერიოდს ცხოვრებაში, აუცილებელია დასახო მიზნები და შეეცადო მათ განხორციელებას. რთულია, მაგრამ თავს ბევრად უკეთ იგრძნობ.
გშურს მეგობრების
თუკი გშურს შენი მეგობრის თმის, შეიცვალე სტილისტი, თუ მისი სამსახურის გშურს, შეიტანე განცხადება შენს საოცნებო სამსახურში. იმის მაგივრად, რომ გშურდეს, გამოასწორე სიტუაცია.
მარტოსულად გრძნობ თავს
მარტივია ამის გამოსწორება! დაურეკე შენს ძველ მეგობრებს, მოინახულე შენი ბებია და ბაბუა... ელაპარაკე იმდენ ადამიანს, რამდენსაც შეძლებ და თავს მარტოსულად აღარასდროს აღარ იგრძნობ.
საკმარისად არ ვარჯიშობ
თუკი ყოველი წლის დასაწყისში პირდები საკუთარ თავს, რომ ივარჯიშებ და უფრო ჯანსაღჳ ცხოვრებით იცხოვრებ, 2017 ის წელია როცა ეს მართლა უნდა განახორციელო. ვარჯიში არა მარტო კარგია შენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არამედ ფსიქიკურისთვისაც.
გეზიზღება შენი სამსახური
დაე იყოს 2017 შენი წელი! თუნდაც ეს ნიშნავდეს უნივერსიტეტში დაბრუნებას და პროფესიის შეცვლას, მოიქეცი ასე! არაფერია იმაზე ცუდი ყოველდღე აკეთებდე იმას რაც არ გინდა, გააკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ ახალი და რაც მთავარია ის სამსახური გქონდეს, რომელიც შენ გეყვარება.
გსურს იყო უფრო ეკლესიური
ეს შესანიშნავია! დაიწყე სიარული ეკლესიაში. სცადე გააკეთო ყველაფერი რაც სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებს.
არასაკმარისი დანაზოგი
შეიმუშავე გეგმა, ჩამოწერე თვიური დანახარჯები და რაც მთავარია დახარჯე ფული გონივრულად. ამ ყველაფრის საშუალებით შენ აუცილებლად დაზოგავ ფულს.
არ ხარ ბედნიერი ურთიერთობაში
ეს ყველას გვემართება: ისე გვსურს ურთიერთობა, რომ ხშირად არასასურველ ურთიერთობაში ამოვყობთ თავს. არ შეგეშინდეს მარტო ყოფნის და სხვისი ბედნიერების გამო საკუთარი არ დაივიწყო. გაატარე გარკვეული დრო მარტომ და დაფიქრდი რა გსურს შემდეგ ურთიერთობაში.
თემები: სამსახური, სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, ბედნიერება, ცხოვრება, დაბრკოლებების გადალახვა, მიზანი, ემოციების მართვა, ქალები, რჩევები, მოტივაცია
<a href="http://inspiration.allwomenstalk.com/sad-truths-about-your-life-you-need-to-change-in/12?lastslide">http://inspiration.allwomenstalk.com</a>