გაინტერესებთ იქნებოდით თუ არა მხილებული ჯადოქრობის პრაქტიკაში 1692 წელს? მაშინ გაეცანით ჯადოქრების სასამართლო პროცესების დროს გამოყენებულ კანონებისა და მტკიცებულებებს.
1. თქვენ ქალი ხართ
თუ ასეა, თქვენ ალბათ ეშმაკის ერთ-ერთი მოციქულთაგანი ხართ. შუა საუკუნეების პერიოდიდან "ქალი ასოცირდება ჯადოქართან". ათასობით წლის განმავლობაში ხალხს სჯეროდა, რომ ქალი უფრო მიდრეკილი იყო ცოდვისკენ. ისტორიულადაც, ციფრების მიხედვით, ჯადოქრობაში ბრალდებულთა უმეტესობა ქალია.
2. თქვენ ღარიბი ხართ ან არ ხართ ფინანსურად უზრუნველყოფილი
ღარიბი, უსახლკარო და ის, ვინც ხალხის დახმარების წყალობით არსებობდა, საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრი იყო და ხშირად, ჯადოქრობაში ადანაშაულებდნენ. 1692 წელს მხოლოდ იმიტომ ჩამოახრჩვეს „ჯადოქარი“, რადგან მეზობლებს არ მოსწონდათ და არ ენდობოდნენ - ის სახლიდან სახლში დახეტიალობდა საჭმლის სათხოვნელად.
3. თქვენ მდიდარი და ფინანსურად დამოუკიდებელი ხართ
თუ თქვენ ზრდასრული ქალი ხართ, ვინც ამ ცხოვრებას ყოველგვარი დამატებითი დახმარების გარეშე უმკლავდება, მაშინ საკუჭნაოში, ალბათ, შელოცვების წიგნსაც მალავთ. ნებისმიერი იდეა იმის შესახებ, რომ ქალს კაცის დახმარების ან ზედამხედველობის გარეშე შეეძლო ცხოვრება, „ჯადოქრობის“ ინდიკატორად ითვლებოდა.
4. თქვენ გყავთ ერთი ან მეტი ქალი მეგობარი
ქალების შეხვედრა, რომლებიც მამაკაცების გარეშე იმართებოდა, „ეშმაკის თაყვანისცემად შეთანხმებულ შეკრებად“ მიიჩნეოდა.
5. ვინმესთან უთანხმოება გაქვთ
მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველას შეუძლია ვინმეს დადანაშაულება და რამეს მტკიცება.
6. თქვენ ძალიან მოხუცი ხართ
ხანდაზმული ქალები, როგორც დაქორწინებული, ასევე დაუოჯახებელი, განსაკუთრებით ექვემდებარებოდნენ ბრალდებებს.
7. თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ
დოროთი გუდი მხოლოდ 4 წლის იყო, როდესაც მან აღიარა ჯადოქრობა (მისი დედა, სარა, 1692 წელს ჩამოახრჩვეს). გათავისუფლებამდე დოროთი ცხრა თვით დააპატიმრეს. ამ გამოცდილებამ იგი სამუდამოდ გააგიჟა.
8. თქვენ მკურნალი ხართ
არსებობდა ერთი განსაკუთრებული საქმე, რომელიც ბრალდების რისკის წინაშე აყენებდა ხალხს: ქალი მკურნალები. მარგარეტ ჯონსი სიკვდილით 1648 წელს, მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ მან გააფრთხილა ხალხი, თუ ისინი არ მიყვებოდნენ მის დანიშნულ მკურნალობას, ავად გახდებოდნენ.
9. დაქორწინებული ხართ და ძალიან ცოტა ბავშვი გყავთ (ან სულაც არ გყავთ)
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეშმაკმა უნაყოფობით დაწყევლა თქვენი უწმინდური საშვილოსნო.
10. თქვენზე ამბობენ, რომ "ჯიუტი" და "უცნაური" ხართ
ბრალმდებლები საქმეს შემდეგი არგუმენტით წარმართავდნენ: „მან გამოავლინა მომთხოვნი ქალის - მოკლედ, ჯადოქრის ხასიათი? მან გაკიცხა, გააპროტესტა, დაემუქრა და იბრძოლა.”
11. სხეულზე რამე ნიშანი ან მესამე კერტი გაქვთ
სხეულზე აღმოჩენილი ნებისმიერი ნიშანი შეიძლება განიმარტოს, როგორც ეშმაკის ნიშანი.
12. თქვენს მაცივარში კარაქი ან რძე ფუჭდება
ჯადოქრების წინააღმდეგ რამდენიმე ჩვენებაში ნახსენებია გაფუჭებული რძის პროდუქტები. ვფიქრობთ, დროა მაცივარი გადაამოწმოთ.
13. თქვენ გქონიათ სექსუალური კავშირი ქორწინების გარეშე
თქვენ უბრალოდ ჯოჯოხეთში ჩაიგდეთ თავი, თანაც თუ ამ ყველაფერს ქორწინების გარეშე შვილი ემატება, მაშინ გილოცავთ, სიკვდილით დასჯას ნამდვილად ვერ გადაურჩებოდით.
14. თქვენ გიცდიათ მომავალი საქმროს პროგნოზირება
ოდესმე გიოცნებიათ თქვენს მომავალ საქმროზე? თქვენს დღიურში დაგიწერიათ მისი სახელი? მაშინ თქვენი საქმიანობა შეიძლება განიმარტოს, როგორც ჯადოქრობა. დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ეშმაკი მოუწოდებდა ახალგაზრდა გოგონებს, წინასწარ გამოეცნოთ მომავალი ქმრების ვინაობა.
15. თქვენ დაარღვიეთ ბიბლიაში არსებული ნებისმიერი წესი, ანუ ეშმაკთან ხელშეკრულება გააფორმეთ
ნებისმიერი ბიბლიური წესის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯადოქრობის ბრალდება.
გილოცავთ, თქვენ ხართ დამნაშავე ჯადოქრობის პრაქტიკაში.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია