უახლესი კვლევის თანახმად, ძაღლის ყოლა ნაადრევი სიკვდილის რისკს მცირებს
- 06.04.2021
ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში, ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ახალი კვლევა, რომლის თანახმადაც, ძაღლების პატრონები უფრო ხშირად კავდებიან ფიზიკური აქტივობებით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ შინაური ცხოველი.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილეობა მხოლოდ 385-მა ოჯახმა მიიღო, თავდაპირველი მტკიცებულებები საკმაოდ დამაჯერებელია. თუმცა მაინც იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება. რეალურად, ეს შედეგები ამყარებს წინა კვლევას, რომლის თანახმადაც, ძაღლის მეპატრონეები ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან.
ამ კვლევას განსაკუთრებით უნიკალურს ხდის, ის ფაქტი, რომ იგი არ შეისწავლის მხოლოდ იმ ფიზიკურ დატვირთვას, რომელიც აუცილებელია შინაური ცხოველების მოვლისთვის - ის შეისწავლის თითოეული ადამიანის ფიზიკური დატვირთვის დონეს, ძაღლთან, ბავშვებთან ერთად.
ეს არის შესანიშნავი სიახლე ძაღლების მოყვარულთათვის. როგორც ჩანს, ვინც გაბედავს შინაური ცხოველის აყვანას, ბონუსად ჯანმრთელობის ბენეფიტებსაც მიიღებს. შედეგები აჩვენებს, რომ ძაღლების პატრონებს გაცილებით ხშირად დადიან დასასვენებლად და უფრო მეტ მანძილს დადიან ფეხით, ვიდრე სხვები. ისინი ოთხჯერ უფრო ხშირად ასრულებდნენ რეკომენდებულ დატვირთვას, კვირაში 150 წუთს.
ამასთანავე ეს შედეგები იდენტურია ძაღლის მეპატრონე ბავშვებისა და სხვა ბავშვების შემთხვევაში. ისინი თანაბრად აქტიურობენ - სავარაუდოდ, მათ კვირაში უფრო მეტი წუთია ფიზიკური აქტივობებისთვის თავისუფალი. ბავშვები მეტ დროს ხარჯავენ სტრუქტურირებული ფიზიკურად აქტიური საქმიანობისთვის.
წინა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ძაღლის ყოლა კარგია ემოციური კეთილდღეობისთვისაც. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს ძაღლის რომელ ტიპს ანიჭებთ უპირატესობას (დიდსა თუ პატარას), როგორც ჩანს, ყველა ძაღლი ეხმარება ადამიანს მიიღოს ფიზიკური ჯანმრთელობისა სარგებელი.
წინა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ძაღლის ყოლა დაკავშირებულია ადრეული სიკვდილის და გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული რისკების შემცირებასთან.
ცხადია, ძაღლების ყველა მეპატრონე არ არის ფიზიკურად აქტიური - ზოგი უბრალოდ უშვებს ეზოში, ამიტომ ეს მტკიცებულებები ეხება მათ, ვინც რეალურად რეგულარულად თამაშობს და ასეირნებს შინაურ ცხოველებს.
ეს დასკვნები ხელს უწყობს შინაური ცხოველების როლის პოპულარიზაცის და ისეთი სასარგებლო ჩვევების გაძლიერებას, როგორიცაა სიარული. ძაღლების გარეშე, სავარაუდოდ, მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონე გაცილებით დაბალი იქნება.
თემები: ძაღლი, ოთხფეხა მეგობარი, ცხოველების სიყვარული, ცხოველები, ძაღლები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია