LIFE

კატის კრუტუნის სამკურნალო ძალა - 5 ფაქტი, რომელიც კატებზე არ იცოდით

კატის კრუტუნის სამკურნალო ძალა - 5 ფაქტი, რომელიც კატებზე არ იცოდით

კატების მოყვარულთათვის კარგი ამბავი გვაქვს! თქვენს ბეწვიან კომპანიონთან ჩახუტება რეალურად სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ კატის კრუტუნი წარმოქმნის ვიბრაციებს 20-140 ჰერცი დიაპაზონში. ეს სიხშირე კი ცნობილია როგორც სამედიცინო სამკურნალო საშუალება, თანაც მრავალი დაავადების დროს.

1. ამცირებს სტრესის დონეს - დიახ, კატის კრუტუნის მოსმენა ნერვულ სისტემას ნამდვილად ამშვიდებს.

2. კატის კრუტუნი ამცირებს სუნთქვის გაძნელების სიმპტომებს. თანაც, როგორც კატებში, ასევე ადამიანებში.

3. კატასთან თამაში და მათი სასიამოვნო კრუტუნის მოსმენა ამცირებს და არეგულირებს არტერიული წნევას.

4. ამცირებს გულის დაავადების რისკებს. უკანსკნელი კვლევების თანახმად, კატის მეპატრონეებში, გულის შეტევის რისკი 40%-ითაა შემცირებული.

5. კატის კრუტუნი ხელს უშლის ინფექციებისა და შეშუპების განვითარებას; ხელს უწყობს ძვლის აღდგენასა და შეხორცებას; ამსუბუქებს ტკივილს, ეხმარება კუნთებისა და მყესების როგორც აღდგენას; ასევე, ხელს უწყობს სახსრების ფუნქციონირებას.

რატომ კრუტუნებენ კატები?

გავრცელებული მოსაზრებაა, რომ კატები ამ ფორმით გამოხატავენ თავიანთ ბედნიერებას, მაგრამ კრუტუნით ასევე გამოხატავენ შიშს, ტკივილს და დაზიანებას. ისინი კრუტუნებენ მშობიარობის და გარდაცვალების დროსაც კი.

კატის კრუტუნი ძალიან ძლიერი თვითგადარჩენის მექანიზმია - როდესაც ცხოველი ფიზიკურად ავადაა, ის კრუტუნს აძლიერებს. კატის დიაფრაგმის ვიბრაცია, რომელიც ხორხის საშუალებით ამ ხმას წარმოქმნის, მოითხოვს დიდ ენერგიას. კრუტუნი რომ სასარგებლო არ იყოს, დაშავებული ცხოველი ამ ენერგიას ასე ადვილად არ დათმობდა. 

ვარაუდობენ, რომ კრუტუნის მაქსიმალურად სტიმულირება იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც კატა ავადაა ან გასაჭირშია ჩავარდნილი. კრუტუნი სამკურნალო მექანიზმია, რომელიც ეხმარება მათ სწრაფად გამოჯანმრთელებაში და ხშირად, სიცოცხლის შენარჩუნებაშიც კი.

ასე რომ, კატის კრუტუნი ნამდვილად ჯადოსნურია. გარდა იმისა, რომ ეს საყვარელი ცხოველები გარშემომყოფ ხალხს ამშვიდებენ და მკურნალობენ, მათ რეალურად შეუძლიათ საკუთარი თავის განკურნება.